დ. თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ
მიღების თარიღი 01.06.2015
გამომცემი ორგანო თიანეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.154.016224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.06.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მინდია შეთეკაური | თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარების წესის დამტკიცების შესახებ ხაშურის და დაბა სურამის ტერიტორიაზე არსებულ ქუჩებში, სკვერებში, ბულვარში, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში, საერთო სარგებლობის ეზოებში (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თანხმობის გარეშე), საერთაშორისო მნიშვნელობის გზების ორივე გვერდულის გასწვრივ, გამწვანების - ზოლში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე, საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებსა და საავტომობილო გზების გასწვრივ წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნის აკრძალვასთან დაკავშირებული ღონისძიებების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის ქალაქ ცაგერის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის დ.ლენტეხის ადმინიცტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დ. თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №26
2015 წლის 1 ივნისი
დაბა თიანეთი
დაბა თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” და ,,რ” ქვეპუნქტების და 24-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 2093 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დაბა თიანეთის და დაბა სიონის ქუჩებში სისუფთავის დაცვისა და მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს დაბა თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ (დაბის ქუჩებში, პარკებში, სკვერებში, სასაფლაოებზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში) ძოვება და ხეტიალი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს დაბა თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ (დაბის ქუჩებში, პარკებში, სკვერებში, სასაფლაოებზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში) ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის წესი (დანართი №1).
მუხლი 3🔗
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილება დელეგირებულ იქნეს შპს ,,თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურზე”.
მუხლი 4🔗
დაევალოს შპს ,,თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის” აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით, დაბა თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავეთიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემინდია შეთეკაური
დანართი 1
დაბა თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ (დაბის ქუჩებში, პარკებში, სკვერებში, სასაფლაოებზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში) ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი აწესრიგებს დაბა თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
მუხლი 2🔗
დაბა თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას.
მუხლი 3🔗
დაბის ქუჩებში, პარკებში, სკვერებში, სასაფლაოებზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗
მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით.
მუხლი 5🔗
წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით.
მუხლი 6🔗
იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.
მუხლი 7🔗
იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში მიაკითხოს შპს ,,თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის” და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
მუხლი 8🔗
დაბა თიანეთის და დაბა სიონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯებს ადგენს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუხლი 9🔗
მომსახურების საფასური გაანგარიშდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.
მუხლი 10🔗
ჯარიმა ჩაირიცხება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მომსახურების საფასური შპს ,,თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის” ანგარიშზე.
მუხლი 11🔗
ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შპს ,,თიანეთის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურს”.