ლენტეხის მუნიციპალიტეტის დ.ლენტეხის ადმინიცტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.04.2022 ბოლო ცვლილება 24.06.2022
გამომცემი ორგანო
ნომერი
№07
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.115.016352
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №07

2022 წლის 29 აპრილი

დაბა ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის დ.ლენტეხის ადმინიცტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 2093 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის იერსახის გაუმჯობესების, ქუჩებში სისუფთავისა და წესრიგის დაცვის, მწვანე ნარგავების შენარჩუნების  მიზნით, აიკრძალოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის დ. ლენტეხის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ქუჩებში, ბულვარში, პარკში, სკვერში და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში გაშვება. 
მუხლი 2
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი (დანართი №1).
მუხლი 3
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირება განახორციელოს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადმა სტრუქტურულმა ერთეულმა – ზედამხედველობის სამსახურმა და კომუნალური მომსახურეობისა  და კეთილმოწყობის ა(ა)იპ-მა.
მუხლი 4
დამტკიცდეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევთათვის გადასაცემი გაფრთხილების ფორმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევ პირთა უფლება-მოვალეობისა და ჯარიმის გადახდის წესის შესახებ (დანართი №2).
მუხლი 5
დაევალოს ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ზედამხედველობის სამსახურს და ა(ა)იპ „კომუნალური მომსახურეობა და კეთილმოწყობას. აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.
მუხლი 6
  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი გაზდელიანი



დანართი №1

ლენტეხის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის წესი
1.ეს წესი აწესრიგებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის დაბა ლენტეხის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ სადგომში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.

2. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ გადაყვანას სპეციალურ სადგომში.

3. ბულვარში, პარკში, სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, 10 (ათი) ლარის ოდენობით.

4. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ სადგომში გადაყვანისა და განთავსების შემთვხვევაში ხორციელდება პირუტყვის  მოვლა-პატრონობა სათანადო კვების უზრუნველყოფით.

5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით,  ხორციელდება პირუტყვის რეალიზება  საქართველოს კანონმდებლობით  დადგენილი წესით.

6. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომში გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.

7. სპეციალურ სადგომში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი / მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე  გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

8. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ლენტეხის  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ სადგომში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე.

9.ლენტეხის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ სადგომში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 ლარს.

10. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.

11. ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.

12. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ლენტეხის  მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს-ზედამხედველობის სამსახურს.

13. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია:

ა) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება ბულვარში, პარკსა და სკვერში, ასევე

არ დატოვოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი დაბის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე;

ბ) მკაცრად დაიცვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის წესები და არ დაუშვას მათ მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება.

14. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას ა(ა)იპ – კომუნალური მომსახურეობა და კეთილმოწყობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად.                                                                                                                             

                                                                                                                                                   

 

 

 



                                                                                                                                    დანართი №2

 გაფრთხილება
 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მე-4 ნაწილისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ---------- წლის ---  ---------- №-------- დადგენილების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის დაბის  ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (პარკში, ბულვარში და  სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევის დაფიქსირებისას, დაჯარიმდებით 50 ლარის ოდენობით, ხოლო მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობისათვის დაგეკისრებათ თითოეულ დღეზე 10 ლარი. მესაკუთრისათვის წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაბრუნება მოხდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის საკუთრების  დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის, ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების  შემდეგ. ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს 30 დღის ვადაში, ხოლო წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:

 მიმღების დასახელება – სახელმწიფო ხაზინა საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი  –  ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმისა და წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლაპატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის რეკვიზიტები: გვარი, სახელი ---------------------------------,  

 

 მისამართი ----------------------------------,  პირადი № -------------------------------------

 გავეცანი ---------------------------------------