ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (6 მუხლი)
|
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №40 |
|
2018 წლის 27 სექტემბერი ქ. ონი |
|
2. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ გადაყვანას სპეციალურ სადგომში.
3. ბულვარში, პარკში, სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით, 50 ლარის ოდენობით.
4. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ სადგომში გადაყვანისა და განთავსების შემთვხვევაში ხორციელდება პირუტყვის მოვლა-პატრონობა სათანადო კვების უზრუნველყოფით.
5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომში გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს.
7. სპეციალურ სადგომში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში, ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს – ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი / მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გაცემული ცნობა/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
8. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადამხდელია ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ სადგომში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე.
9. ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ სადგომში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 ლარს.
10. მომსახურების საფასური გაიანგარიშება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით.
11. ჯარიმა და მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
12. ჯარიმისა და მომსახურების საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურულ ერთეულს-ზედამხედველობის სამსახურს.
13. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია:
ა) არ დაუშვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის გაშვება ბულვარში, პარკსა და სკვერში, ასევე არ დატოვოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ქალაქის ტერიტორიაზე მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე;
ბ) მკაცრად დაიცვას წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის წესები და არ დაუშვას მათ მიერ საერთო სარგებლობის ადგილების დაბინძურება.
14. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველად სტრუქტურული ერთეული – ზედამხედველობის სამსახური აწარმოებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შედგენას დადგენილი წესის შესაბამისად.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მე-4 ნაწილისა და ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ---------- წლის --- ---------- №-------- დადგენილების შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე (პარკში, ბულვარში და სკვერში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევის დაფიქსირებისას, დაჯარიმდებით 50 ლარის ოდენობით, ხოლო მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობისათვის დაგეკისრებათ თითოეულ დღეზე 10 ლარი.
მესაკუთრისათვის წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის დაბრუნება მოხდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის, ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
ჯარიმის გადახდა უნდა მოხდეს 30 დღის ვადაში, ხოლო წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების ასანაზღაურებელი თანხის გადახდა განხორციელდეს შემდეგ ანგარიშზე:
მიმღების დასახელება – სახელმწიფო ხაზინა
საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300323260
ვადის გასვლის შემდეგ, დაკისრებული ჯარიმისა და წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის რეალიზაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის რეკვიზიტები:
გვარი, სახელი ---------------------------------, მისამართი ----------------------------------,
პირადი № -------------------------------------
გავეცანი ---------------------------------------
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.09.2018.
- როდის იქნა მიღებული „ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“?
- „ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 27.09.2018. მიმღები ორგანო — ონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №40. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.118.016259.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.09.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ონის მუნიციპალიტეტის ქ. ონის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ყოლის აკრძალვის ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“, №40, 27.09.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.118.016259 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.09.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4333904/