ს.ს."ბიზნესცენტრ სოფმშენი"-ს განცხადება აქციონერთა არაგეგმიურ კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სს „ბიზნესცენტრ „სოფმშენის“ (ს/კ 204 854 014)

განცხადება

 

აქციონერთა არაგეგმური კრების მოწვევის შესახებ

 

ქ. თბილისი                                                       3 ივნისი, 2015 წ.

 

საზოგადოების წესდების მე -15 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54 -ე მუხლის თანახმად, ჯამურად 29.13% ხმების მქონე აქციონერების _ ვახტანგ ლომაიასა და ბიჭიკო წერეთლის მხრიდან, საზოგადოების ადგილსამყოფლის მისამართზე (ქ. თბილისი, ვაჟა -ფშაველას გამზ. №45, სართული 9) 2015 წლის 25 ივნისს 12:00 საათზე მოიწვევა საზოგადოების არაგეგმური კრება ბეჭდვით ორგანოში განცხადებით, შემდეგი დღის წესრიგით:

 

1. სს „ბიზნეცენტრ „სოფმშენის“ დირექტორის და ბუღალტრის წლიური ანგარიშის მოსმენა (2014 წლის შესახებ).

2. სს „ბიზნესცენტრ „სოფმშენის“ დირექტორის მიერ 2015 წლის ბიუჯეტის წარმოდგენა და კრებაზე დამტკიცება.

3. სს „ბიზნესცენტრ „სოფმშენში“ 2015 წლისთვის საშტატო ერთეულებისა და სახელფასო ფონდის დამტკიცება.

4. 2015 წლისათვის კომპანიის ხარჯვითი ნაწილის შემცირების თაობაზე.

5. სს „ბიზნესცენტრ „სოფმშენში“ თანამშრომლებზე პრემიების გაცემის (პრემირების) წესის შემუშავებისა და დამტკიცების თაობაზე.

6. სს „სოფმშენის“ მიერ ჩატარებული წლიური აუდიტის დასკვნის მოსმენა და განხილვა.

 

კრების სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 3 ივნისი.

 

 

კრების მომწვევი აქციონერები:

 

ვახტანგ ლომაია

 

ბიჭიკო წერეთელი