სს ბიზნესცენტრი „სოფმშენის“ აქციონერთა არაგეგმიური კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/11/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს ბიზნესცენტრ „სოფმშენის“ (ს/კ 204 854 014)

(აქციონერთა არაგეგმური კრების მოწვევის შესახებ)

2014 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

საზოგადოების წესდების მე-15 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის თანახმად, ჯამურად 29.13 % ხმების მქონე აქციონერების ვახტანგ ლომაიასა და ბიჭიკო წერეთლის მხრიდან, საზოგადოების ადგილსამყოფლის მისამართზე (ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ №45, სართული 9) 2014 წლის 22 დეკემბერს, 12:00 საათზე მოიწვევა საზოგადოების არაგეგმური კრება ბეჭდვით ორგანოში განცხადებით, შემდეგი დღის წესრიგით:

- აუდიტის მოწვევის შესახებ;

- სესხის შესახებ;

- საზოგადოების შემოსავლების და მოგების ოპტიმიზაციის კუთხით „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საზოგადოებაში სამეთვალყურეო საბჭოს გაუქმების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გათვალისწინებით;

- საზოგადოების ქონების ეფექტურად მართვის მიზნით მმართველი კომპანიის შერჩევის თაობაზე ტენდერის გამოცხადების შესახებ.

- საწარმოსთვის შემოსავლების გაზრდის მიზნით, საწარმოზე რიცხული ეზოს ტერიტორიით მოსარგებლე ყველა პირისთვის გადასახადის სავალდებულოობის დაწესების თაობაზე.

- აქციონერების სააქციო საზოგადოების მართვაში ფორმალური მონაწილეობის და დივიდენდის ყოველთვიური ხელფასის სახით განაწილების პრაქტიკის აკრძალვის შესახებ.

- კომპანიის შემოსავლების სამსახურის მხრიდან დაჯარიმების აქტის სასამართლოში გასაჩივრების თაობაზე (კომპანიისათვის ზიანის მიყენების შესახებ).

- ქონების გადასახადის ობიექტურად დარიცხვის მიზნით სააქციო საზოგადოების ქონების საბაზრო ღირებულებით შეფასების შესახებ.

- კომპანიის დირექტორის დაკავებული თანამდებობიდან გადაყენების შესახებ;

- ბიზნესცენტრ „სოფმშენის“ მხრიდან საწარმოს აქციონერების ვახტანგ ლომაიას, ბიჭიკო წერეთლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის გაუცემლობის შესახებ.

- კომპანიის მხრიდან იჯარით ფართების გაცემის საერთო სტანდარტის დადგენის თაობაზე (აქციონერების და ურთიერთდამოკიდებული პირების მხრიდან ფარული დამატებითი შემოსავლების მიღების აღსაკვეთად).

- 2015 კალენდარული წლისთვის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა.

კრების სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2014 წლის 20 ნოემბერი.

 

კრების მომწვევი აქციონერების ხელმოწერა:

ვახტანგ ლომაია

ბიჭიკო წერეთელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს ბიზნესცენტრი „სოფმშენის“ აქციონერთა არაგეგმიური კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, განცხადება „სს ბიზნესცენტრი „სოფმშენის“ აქციონერთა არაგეგმიური კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.11.2014.
როდის იქნა მიღებული „სს ბიზნესცენტრი „სოფმშენის“ აქციონერთა არაგეგმიური კრების მოწვევის შესახებ“?
„სს ბიზნესცენტრი „სოფმშენის“ აქციონერთა არაგეგმიური კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 20.11.2014. მიმღები ორგანო — სს „ბიზნესცენტრი სოფმშენი“. დოკუმენტის ნომერი — №0.
სად არის „სს ბიზნესცენტრი „სოფმშენის“ აქციონერთა არაგეგმიური კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.11.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „სს ბიზნესცენტრი „სოფმშენის“ აქციონერთა არაგეგმიური კრების მოწვევის შესახებ“, №0, 20.11.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2584582/