ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ
მუხლი 1. ეროვნული უშიშროების საბჭო
1. საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის იქმნება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც შექმნილია სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციის, ეროვნულ უშიშროებასთან დაკავშირებული საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სტაბილურობისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის სტრატეგიულ საკითხებზე, აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განისაზღვრება ამ კანონით.
მუხლი 2. ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება
ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის დავალებით:
ა) უზრუნველყოფს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებას;
ბ) ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების ძირითადი მიმართულებების შეფასებასა და პროგნოზირებას;
გ) განიხილავს საშინაო და საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების უზრუნველყოფას;
დ) განიხილავს სამხედრო ძალების მშენებლობისა და განმტკიცების პროგრამებს და უზრუნველყოფს მათი განხორციელების ორგანიზებას;
ე) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, სამართალდაცვის, კორუფციასთან ბრძოლის, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის უსაფრთხოების სხვა სფეროებში;
ვ) შეისწავლის და აანალიზებს საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას და პერსპექტივებს;
ზ) შეიმუშავებს წინადადებებს კოლექტიური უშიშროების სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ;
თ) საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად განიხილავს ქვეყნის საზღვრების გარეთ უშიშროების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს;
ი) განიხილავს სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხებს;
კ) შეიმუშავებს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების პროექტებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე;
ლ) საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ შეიმუშავებს წინადადებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენასთან ერთად;
მ) განიხილავს სამხედრო ძალების საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნის საკითხებს;
ნ) სამხედრო ძალებისათვის ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სადირექტივო დოკუმენტებს სამხედრო ძალების მიერ მათ წინაშე დასახული ამოცანების შესასრულებლად;
ო) კოორდინაციას უწევს სამხედრო სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს;
პ) განიხილავს სამხედრო მრეწველობის ფუნქციონირების საკითხებს და მისი განვითარების პერსპექტივებს;
ჟ) განიხილავს სამხედრო კადრების მომზადების, განაწილების, სამხედრო სამსახურში გაწვევისა და მობილიზაციის საკითხებს;
რ) აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების სფეროში საქართველოს სამინისტროების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების საქმიანობას;
ს) შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს აუცილებელ ღონისძიებათა კომპლექსს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების საწინააღმდეგო შიდა და გარე საფრთხეების პროგნოზირების, გამოვლენის, თავიდან აცილებისა და ნეიტრალიზაციისათვის;
ტ) შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა მძიმე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად;
უ) ორგანიზებას უწევს სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ღონისძიებათა შემუშავებას და აკონტროლებს მათ განხორციელებას;
ფ) განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საომარი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებულ საკითხებს;
ქ) განიხილავს იმ რეგიონში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის დანიშვნასთან დაკავშირებულ საკითხებს, სადაც საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული;
ღ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
1. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების მუშაობაში უშუალოდ მონაწილეობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე.
4. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეული იქნენ სხვა პირები.
1. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
3. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი:
ა) უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის ორგანიზებას;
ბ) ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს;
გ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, აპარატისა და მისი ქვედანაყოფების დებულებებს;
დ) ამზადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს;
ე) აკონტროლებს სახელმწიფოს თავდაცვისა და უშიშროების საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა და სხვა აქტების შესრულებას;
ვ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს მუდმივი ან დროებითი საუწყებათაშორისო კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ;
ზ) კოორდინაციას უწევს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შექმნილი მუდმივი ან დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობას;
თ) ხელს აწერს ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკვეთებსა და ხელშეკრულებებს საექსპერტო-ანალიზურ სამუშაოთა შესრულების თაობაზე;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
კ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 5. ეროვნული უშიშროების საბჭოში საკითხის განხილვის წესი
1. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, როგორც წესი, დახურულია. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა შეიძლება გამოცხადდეს ღიად.
3. ეროვნული უშიშროების საბჭო შეიმუშავებს რეკომენდაციებს განსახილველ საკითხებზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილებების მისაღებად.
4. ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს შესაბამის აქტებს.
მუხლი 6. ეროვნული უშიშროების საბჭოს საუწყებათაშორისო კომისიები
1. ეროვნული უშიშროების საბჭო თავისი ძირითადი ამოცანების შესაბამისად, ფუნქციურ ან რეგიონალურ საფუძველზე ქმნის მუდმივ ან დროებით საუწყებათაშორისო კომისიებს.
2. ეროვნული უშიშროების საბჭოს წინადადებით მუდმივ ან დროებით საუწყებათაშორისო კომისიას ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი ან საქართველოს პრეზიდენტის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირი.
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი ან დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების უფლებამოსილების, შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 7. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი
1. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
2. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურასა და საშტატო განრიგს, აპარატისა და მისი ქვედანაყოფების დებულებებს ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ.12).
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 11 ნოემბერი.
№565–IIს
ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ
ძალადაკარგულია - 31.10.2018, №3622)
საქართველოს ორგანული კანონი
ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ
მუხლი 1. ეროვნული უშიშროების საბჭო🔗
1. საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისათვის იქმნება ეროვნული უშიშროების საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ეროვნული უშიშროების საბჭო არის საქართველოს პრეზიდენტის სათათბირო ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ამ კანონით განსაზღვრული საკითხები უმაღლესი დონის გადაწყვეტილებების მოსამზადებლად.
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განისაზღვრება ამ კანონით.
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №4673 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2728 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
მუხლი 2. ეროვნული უშიშროების საბჭოს უფლებამოსილება🔗
1. ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს:
ა) საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას;
ბ) საკითხებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სამხედრო აღმშენებლობას და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციას;
გ) საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების და სათანადო პირობების არსებობისას ზავის დადების საკითხებს;
დ) ომიანობის თუ მასობრივი არეულობის, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის, სამხედრო გადატრიალებისა და შეიარაღებული ამბოხების, ეკოლოგიური კატასტროფის და ეპიდემიის დროს, ან სხვა შემთხვევებში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებული არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხს;
ე) საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს კანონის ძალის მქონე დეკრეტების გამოცემის საკითხს;
ვ) სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს;
ზ) საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსისა და სხვა მხედართმთავრების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გადაყენების საკითხებს;
თ) საერთაშორისო კონფლიქტების ზონებში არსებულ მდგომარეობას და კოლექტიური თავდაცვის სისტემებთან საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს;
ი) საქართველოს მიერ დადებული ან აღიარებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად ქვეყნის საზღვრების გარეთ უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებებში საქართველოს მონაწილეობის საკითხებს;
კ) სახელმწიფოს თავდაცვის მიზნით განსაკუთრებულ და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქვეყანაში სხვა სახელმწიფოს სამხედრო ძალების შემოყვანის, გამოყენებისა და გადაადგილების საკითხებს;
ლ) სამხედრო ძალების საბრძოლო მზადყოფნის საკითხს.
2. ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს წევრთა 2/3-ის უმრავლესობით და მას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენასთან ერთად.
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №4673 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2728 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
მუხლი 21. (ამოღებულია)🔗
საქართველოს 2005 წლის 17 ივნისის ორგანული კანონი №1689 - სსმ I, №35, 04.07.2005 წ., მუხ.216
საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2728 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
მუხლი 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა და სხდომა🔗
1. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი (შემდგომ – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი), საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი.
3. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ პირები, რომლებიც არ არიან ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრები.
4. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად საქართველოს მთავრობის წევრი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის წევრებისა), საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი/საქართველოს მთავრობისადმი დაქვემდებარებული უწყების ხელმძღვანელი მოიწვევა საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარე (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებისა) – საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით.
საქართველოს 2004 წლის 28 დეკემბერის ორგანული კანონი №824 - სსმ I, №4, 17.01.2005 წ., მუხ.13
საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2728 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 8
ივლისის ორგანული კანონი
№3974
- ვებგვერდი, 15.07.2015წ.
მუხლი 4. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და მისი უფლებამოსილება🔗
1. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.
3. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი:
ა) როგორც საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი, მონაწილეობს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის პროექტების შემუშავებაში;
ბ) ორგანიზებას უწევს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობას;
გ) ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს;
დ) ამზადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს;
ე) ეროვნული უშიშროების საბჭოს სახელით დებს ხელშეკრულებებს საექსპერტო-ანალიტიკურ სამუშაოთა შესრულების შესახებ;
ვ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს;
ზ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ცალკეულ დავალებებს.
საქართველოს 2011 წლის 17 მაისის ორგანული კანონი №4673 - ვებგვერდი, 01.06.2011წ.
საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2728 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
მუხლი 5. ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ საკითხის განხილვის წესი🔗
1. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.
2. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, როგორც წესი, დახურულია. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა შეიძლება ღიად გამოცხადდეს.
3. ეროვნული უშიშროების საბჭო განსახილველ საკითხზე შეიმუშავებს წინადადებას და მას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.
4. საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, გამოსცემს შესაბამის აქტს.
5. ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი კონტრასიგნაციას არ საჭიროებს.
საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2728 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
მუხლი 6. საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგია🔗
საქართველოს ეროვნულ სამხედრო სტრატეგიას საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2728 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
მუხლი 7. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი🔗
1. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს ეროვნული უშიშროების საბჭოს საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.
2. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებასა და საშტატო ნუსხას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.
საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის ორგანული კანონი №2728 - ვებგვერდი, 11.11.2014წ.
საქართველოს 2015 წლის 27
ოქტომბრის ორგანული კანონი
№4388
- ვებგვერდი, 11.11.2015წ.
საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის ორგანული კანონი
№167
- ვებგვერდი, 28.12.2016წ.
მუხლი 8. დასკვნითი დებულებანი🔗
1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კანონი „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ (პარლამენტის უწყებანი, №002, 9.03.1996, გვ.12).
2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,2004 წლის 11 ნოემბერი.
№565–IIს
№565-IIს