აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს „აჭარ ენერჯი-2007“-სათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-1/177
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/177

2015 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“-ი სათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების თაობაზე

,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მიზნით საკითხის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის №1-1/164 ბრძანებით შექმნილმა ექსპროპრიაციის საკითხების განმხილველმა კომისიამ (შემდგომში ,,კომისია“) განიხილა შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“-ის (შემდგომში ,,კომპანია“) 2014 წლის 19 ივნისის №12757/12 განცხადება ,,კომპანიისათვის“ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 2011 წლის 1 ივლისს საქართველოს მთავრობასა და შპს ,,აჭარ ენერჯი-2007”-ს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლის თანახმადაც, ,,კომპანიამ“ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში უნდა უზრუნველყოს 3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა – მათ შორის უნდა აშენდეს ,,კირნათისა” და ,,ხელვაჩაური I” ჰიდროელექტროსადგურები, ხოლო მესამე პროექტი არჩევითია და გადაწყდება ,,კომპანიის“ ინიციატივით. ,,კომპანიის“ განცხადებით, პროექტის განსახორციელებლად საჭიროა ჰიდროელექტროსადგურების პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა. მოცემულ შემთხვევაში კი გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის მე-13-მე-14 კილომეტრის სარეკონსტრუქციო ტერიტორიაზე მოხვედრილი ფიზიკური პირების: რომან თავდგირიძის, აბდულა თავდგირიძის, თემურ თავდგირიძისა და რომან თავდგირიძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, ვინაიდან დასახელებულ ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს საავტომობილო გზის მშენებლობა მისი ამაღლების მიზნით, მანამ სანამ მოხდება ჰიდროელექტროსადგურის ოპერირება. აღნიშნული სამუშაოს შედეგად თავიდან იქნება აცილებული ჰესის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვა, რომელზედაც განთავსებულია სასაფლაო. ამასთან, ,,კომპანიის“ მიერ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთებზე უნდა გაკეთდეს დიაფრაგმული კედელი, ასევე საავტომობილო გზის დამცავი ქვის საყარი, რომელიც მთელს ტერიტორიას დაიცავს დატბორვისაგან.  

აღსანიშნავია, რომ ,,კომპანიამ“ განახორციელა მთელი რიგი სამუშაოები და შეისყიდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები. მაგრამ, შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტის ზემოქმედების ზოლში მოქცეულ ოთხ მესაკუთრესთან, რომლებმაც შესაბამის საკომპენსაციო თანხის მიღებასა და მიწის ნაკვეთების გასხვისებაზე უარი განაცხადეს.

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის სარეკონსტრუქციო ტერიტორიაზე სამუშაოების ზოლში მოხვედრილი უძრავი ქონების მესაკუთრეებია: მამუდა თავდგირიძე პ/ნ 61002001751 – ს/კ № 22.26.12.187; 2) აბდულა თავდგირიძე (პ/ნ 61002004286) – ს/კ №22.31.01.293; 3) თემურ თავდგირიძე (პ/ნ 61006008340) – ს/კ №22.31.01.767; 4) რომან თავდგირიძე (პ/ნ 61006031668) – ს/კ № 22.31.01.772.

წარმოდგენილი განცხადებების საფუძვლიანობის შემოწმებისა და ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად ,,კომისიამ“ მიიჩნია, რომ ,,კომპანიის“ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს 1) № 22.26.12.187; 2) 22.31.01.293; 3) №22.31.01.767; 4) № 22.31.01.772. საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (პროექტისათვის საჭირო ფართებზე) მიენიჭოს ექსპოპრიაციის უფლება შემდეგ გარემოებათა გამო:

1) № 22.26.12.187; 2) 22.31.01.293; 3) №22.31.01.767; 4) № 22.31.01.772 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონება განთავსებულია ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის პროექტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე. შესაბამისად, მათზე საკუთრების უფლების მოპოვების გარეშე შეუძლებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება, რაც გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში მიღებისათვის.

საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“. საკუთრების, როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი და სხვა პირების ნებისმიერი ჩარევისგან. თუმცა საკუთრების უფლება არ არის აბსოლიტური უფლება. კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია საქართველოს კანონით „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“.

„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ამ კანონის მიზანია, განსაზღვროს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭებისა და ექსპროპრიაციის განხორციელების წესი. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების საფუძველზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ანდა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის სასარგებლოდ, რომელსაც ამ კანონის შესაბამისად ენიჭება ექსპროპრიაციის უფლება“. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაცია ხორციელდება გზისა და მაგისტრალის გაყვანა-მშენებლობისათვის.

ვინაიდან, შპს ,,აჭარ ენერჯი -2007-ის მიერ ვერ ხერხდება 1) № 22.26.12.187; 2) 22.31.01.293; 3) №22.31.01.767; 4) № 22.31.01.772 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გამოსყიდვაზე მესაკუთრეთა თანხმობის მიღება, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება.

ამდენად, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და ,,თ“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 17 ივნისის N1-1/164 ბრძანებით შექმნილი კომისიის 2015 წლის 22 აპრილის ოქმის და დასკვნის საფუძველზე,

 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 1. შპს ,,აჭარ ენერჯი-2007“-ს მიენიჭოს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის მე-13, მე-14 კილომეტრის სარეკონსტრუქციო ტერიტორიაზე მოხვედრილ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლება. კერძოდ,

2.   მამუდა თავდგირიძის (პ/ნ 61002001751) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ს/კ №22.26.12.187 – საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 2898 კვ.მ; აბდულა თავდგირიძის (პ/ნ 61002004286) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ს/კ №22.31.01.293 – საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 896 კვ.მ; თემურ თავდგირიძის (პ/ნ 61006008340) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ს/კ №22.31.01.767 – საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 2932; რომან თავდგირიძის (პ/ნ 61006031668) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ს/კ № 22.31.01.772 – საექსპროპრიაციო მიწის ნაკვეთი 3024 კვ.მ.

  3.  ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის  დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კ. მ, №6).

 

მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი