საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 05.06.2015
გამომცემი ორგანო დუშეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №20
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.152.016227
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 470 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (5)
დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ლაფანაშვილი დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
ქ. დუშეთი აღმაშენებლის ქუჩა
დაბა ჟინვალი დაბა ჟინვალში შიდა ცენტრალური გზა
ანანურის თემი ანანურის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია
დაბა ფასანაური სტალინის ქუჩა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის წალკის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 14.07.2015 საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისათვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 03.08.2015 საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 06.07.2015 დუშეთის მუნიციპალიტეტის ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ დაბა ფასანაურსა და სოფლებში მდებარე უსახელო ქუჩების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 92% 28.04.2023 თერჯოლის მუნიციციპალიტეტის სოფლების: ახალთერჯოლა, ბოსელა(ახალთერჯოლის ადმინისტრაციული ერთეული); ბროლიქედი, გოდოგანი, ნაგარევი, ჭალასთავი (გოდოგანის ადმინისტრაციული ერთეული);ახალუბანი, ეწერი (ეწრის ადმინისტრაციული ერთეული); დელტასუბანი, ზედა საზანო, მუჯირეთი, სკანდე, შიმშილაქედი, ჩიხორი(ზედა საზანოს ადმინისტრაციული ერთეული); კვახჭირი, ოდილაური,სარბევი (კვახჭირის ადმინისტრაციული ერთეული); ოქონა, ძევრი, სეფარეთი(ძევრის ადმინისტრაციული ერთეული); ჭოგნარი(ჭოგნარის ადმინისტრაციული ერთეული), სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება 91% 05.07.2023

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №20 2015 წლის 5 ივნისი ქ. დუშეთი საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“-ს 48-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 33-ე მუხლის,  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა და შესაბამისად არ ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა), მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 2. განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით  გამოიწვევს „საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ლაფანაშვილი დანართი №1    დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, სადაც არ ფუნქციონირებს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების და გატანის სისტემა.  1. დუშეთის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: ქ.დუშეთი; სულიკიანთ დასახლება; კობიაანთ დასახლება; მთვარელიანთ დასახლება; მილახვრიანთ დასახლება);  2. ჟინვალის ადმინისტრაციული ერთეული   (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: დაბა ჟინვალი; არაგვისპირი-ჟინვალის ცენტრალური გზა );  3. ფასანაურის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: დაბა ფასანაური; ოშპიტლის დასახლება; ჭართალი-ფასანაურის ცენტრალური გზა);  4. ანანურის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: ანანური-ციხისძირი-ცივწყაროს ცენტრალური გზა; ანანურის სკოლის მიმდებარე ტერიტორია; ანანურის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია);  5. ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: ბაგიჭალა-ჩანადირთკარის ცენტრალური გზა; სოფელ გრიგოლაანთკარის შიდა ცენტრალური გზა; ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია; დევნილთა ჩასახლება ე.წ „პანსიონატის“ ტერიტორია; რადიოსადგურის ტერიტორია);  6. გრემისხევის ადმინისტრაციული ერთეული;  7. გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეული;  8. ლაფანაანთკარის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფელ აბანოსხევი);  9. მაღაროსკარის ადმინისტრაციული ერთეული; 10. მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეული; 11. უკანაფშავის  ადმინისტრაციული ერთეული; 12. ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფელი ნაღვარევი- ქვეშეთი-მლეთა „შადრევნამდე“ ცენტრალური გზა; სოფ.ქვეშეთი); 13. შატილის ადმინისტრაციული ერთეული; 14. ჭართლის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: მენესო-ჭართალი-ხანდოს ცენტრალური გზა); 15. ჭონქაძის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: ბოდორნა-არაგვისპირის ცენტრალური გზა; არაგვისპირიდან დუშეთამდე ამოსასვლელი); 16. ჭოპორტის ადმინისტრაციული ერთეული (გარდა შემდეგი ტერიტორიებისა: სოფელი ჭოპორტი; წითელსოფელი-ბაგიჭალის ცენტრალური გზა; წითელსოფელი-აბანოსხევის ცენტრალური გზა); 17. ხეობის ადმინისტრაციული ერთეული; 18. ბარისახოს ადმინისტრაციული ერთეული; დანართი №2    დუშეთის მუნიციპალიტეტში დასახლებული პუნქტების იმ ტერიტორიების ჩამონათვალი, რომლის დაბინძურება გამოიწვევს „საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. ქ. დუშეთი აღმაშენებლის ქუჩა რუსთაველის ქუჩა 300 არაგველის სახელობის ცენტრალური მოედანი ვაჟას ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ორწყაროს მიმდებარე ტერიტორია ბუხაიძის ქუჩის მიმდებარე სკვერი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ბულვარი დუშეთის შემოსასვლელში "დამპალ წყლის" მიმდებარე ტერიტორია აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორია ქ. დუშეთის შემოსასვლელში წყაროს მიმდებარე ტერიტორია ობსერვატორიის ტერიტორია მწითურის ქუჩის მიმდებარე სკვერი დაბა ჟინვალი დაბა ჟინვალში შიდა ცენტრალური გზა კულტურის სახლის მიმდებარე სკვერი ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორია პოლიციის მიმდებარე სკვერი ანანურის თემი ანანურის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია დაბა ფასანაური სტალინის ქუჩა რუსთაველის ქუჩა კოსტავას ქუჩა