საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/59
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 561 სიტყვა · ~3 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კახი კანდელაკი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მედია-კომუნიკაციის სამმართველოს მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 89% 22.09.2015 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანაშემწის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 31.01.2017 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 16.10.2015 საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 03.10.2014 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 83% 28.01.2016

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/59 2015 წლის 9 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლისა და „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის  შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 23 ოქტომბრის №05/66  და 2015 წლის 4 თებერვლის №05/12 ბრძანებები. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიკახი კანდელაკი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მინისტრის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. მინისტრის აპარატის უფროსი მინისტრის აპარატის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე -  5 წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კანონის „უმაღლესი განათლების შესახებ“; საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“, საქართველოს კანონის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“, საქართველოს კონსტიტუციის; საქართველოს კანონის „პროფესიული თეატრების შესახებ“; საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის  „საქართველოს შრომის კოდექსი“, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“, საქართველოს კანონის „მუზეუმების შესახებ“ ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word,   Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი ) ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, (ძალიან კარგად). მუხლი 2🔗. მინისტრის აპარატის თანაშემწე მინისტრის აპარატის თანაშემწე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი  განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 3 -წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“,საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ“, საქართველოს კანონის „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ და საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ ცოდნა. დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook, ინტერნეტი) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა(კარგად). მუხლი 3🔗. პროტოკოლის სამმართველოს  მთავარი სპეციალისტი პროტოკოლის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების განხრით; ბ) მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი, საჯარო სამსახურში - პროტოკოლის სფეროში  - მუშაობის 2- წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის, "კულტურის შესახებ" საქართველოს კანონის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office Outlook;  Microsoft Office  PowerPoint; ინტერნეტი) ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სრულყოფილად, სასურველია დამატებით ერთი უცხო ენის კარგად ცოდნა.“ მუხლი 4🔗. პროტოკოლის სამმართველოს სპეციალისტი პროტოკოლის სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების განხრით; ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის პროტოკოლის სფეროში მუშაობის 1- წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ", საქართველოს კანონის „კულტურის შესახებ"  და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების: (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook;  ინტერნეტი) ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სრულყოფილად, სასურველია დამატებით ერთი უცხო ენის კარგად ცოდნა.