საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.10.2014 ბოლო ცვლილება 13.05.2015
ნომერი
№108
სარეგისტრაციო კოდი
010340010.22.025.016154
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/10/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის

ბრძანება №108

2014 წლის 3 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,    ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ცალკეულ მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრიკახა კალაძე



დანართი №1
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის  (იურისტი)

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

 

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (იურისტი) უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხო­ვნებს:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) გენინსპექციის ან/და აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდი­ლება;

გ)  სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის  ცოდნა კარგად;

დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის,   „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების,  „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების, „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების შესა­ხებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის  №1013 განკარგულების,  „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულების,  „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებისა და   „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანების ცოდნა.

 

 

 


დანართი №2
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის   მთავარი სპეციალისტის (ენერგეტიკოსი)

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.

1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (ენერგეტიკოსი)  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხო­ვნებს:

ა) უმაღლესი განათლება ენერგეტიკის სფეროში.

ბ) გენინსპექციის ან/და აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდი­ლება;

გ)  სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის კარგად ცოდნა;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Outlook) და „Interneti“-ის  ცოდნა კარგად;

დ) „საქართველოს კონსტიტუციის“, „ნორმატული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის„ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №97 დადგენილების, „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების, „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების შესა­ხებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის  №1013 განკარგულების,  „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014 განკარგულების,  „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებისა და   „სახელმწიფო სექტორში რისკის მართვის სახელმძღვანელოს დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №644 ბრძანების ცოდნა.