უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა № 02-748/ო
2015 წლის 4 ივნისი
ქ. თბილისი
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის და სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად,
ვბრძანებ:
განხორციელდეს ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში:
1. შპს ,,ჯანმრთელობის ცენტრი ,,მედინას” (ს/კ №245599758) (მის.: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №237) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს ,,ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა” (ს/კ №245599758) (მის.: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №237) და შპს ,,ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინაზე” (ს/კ№245599758) (მის.: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №237) გაიცეს ა) საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია; ბ) პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს შპს ,,ჯანმრთელობის ცენტრი ,,მედინაზე” (ს/კ№245599758) (მის.: ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი №237) გაცემული ა) საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია №002123 (ბრძანება №02-1346/ო 12.24.2012 წ.) ბ) პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია №002178 (ბრძანება №02-30/ო 15.01.2015 წ.).
3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში (ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №144) ან სასამართლოში.
4. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს ,,ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი „მედინას” გენ. დირექტორის ი. ბორჩაშვილის განცხადებები: №48384 27.05.2015 წ. №51571 03.06.2015 წ. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე