ა(ა)იპ - მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1094
2015 წლის 1 ივნისი
ქ. თბილისი
ა(ა)იპ - მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ა(ა)იპ - მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა (ს/კ №435891117) გათავისუფლდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (უფლებამონაცვლე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო) და ა(ა)იპ - მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მართლმადიდებლური ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლას შორის, 2011 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების 2.2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის, ამავე ხელშეკრულების 3.4 მუხლის შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი