საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1129
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.019283
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №11 29

2015 წლის 2 ივნისი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სოციალური მომსახურების სააგენტომ, „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ პროგრამის „ჰემოფილიით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ კომპონენტის ფარგლებში, აქტივირებული პროთრომბინ კომპლექს კონცენტრატის (ანტიინჰიბიტორული კოაგულაციური კომპლექსი) შესყიდვა (FEIBA 500 ს. ე. ლიოფილიზირებული ფხვნილი ფლაკონში ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად და 20 მლ გამხსნელი საინექციო წყალი ფლაკონში, კომპლექტი საინექციო მოწყობილობასთან ერთად – 60 000 საერთაშორისო ერთეული), განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანო­ნით „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 35 03 03 06) გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                    ირაკლი ღარიბაშვილი