„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№811
სარეგისტრაციო კოდი
120.260.060.05.001.001.644
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 25/12/2004

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსკანონი

„სამხედროვალდებულებისადასამხედროსამსახურისშესახებ“ საქართველოსკანონშიცვლილებებისშეტანისთაობაზე

    მუხლი 1

 „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ.16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საკონტრაქტო მოსამსახურეები;“.

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ოფიცრის სამხედრო წოდების მქონე იმ მოქალაქეების სამხედრო აღრიცხვას, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს რეზერვში იმყოფებიან, ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით.“.

3. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამხედრო ძალებში გაწვევის საფუძველია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება, რომელსაც შეიმუშავებს ეროვნული უშიშროების საბჭო საქართველოს პრეზიდენტის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის მიერ წარმოდგენილი პროექტის საფუძველზე. პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების მოთხოვნები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 24 დეკემბერი.

№811–რს

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.12.2004.
როდის იქნა მიღებული „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.12.2004. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №811. სარეგისტრაციო კოდი — 120.260.060.05.001.001.644.
სად არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2004 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №811, 24.12.2004, სარეგისტრაციო კოდი 120.260.060.05.001.001.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/28726/