საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №267 |
|
2015 წლის 16 ივნისი ქ.თბილისი |
საქართველოს დაზვერვის სამსახურის
მოსამსახურის ფიცი
მე, ---------------------------, ვხდები რა საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურე, საზეიმოდ ვფიცავ:
− სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ვემსახურო საქართველოს;
− განუხრელად დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, კეთილსინდისიერად შევასრულო დაკისრებული მოვალეობები;
− მტკიცედ ვიდგე ჩემი ქვეყნის კონსტიტუციური წყობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე;
− არსად, არასოდეს, არცერთ ვითარებაში არ გავამჟღავნო სახელმწიფო და პროფესიული საიდუმლოება;
− თუ გავტეხ ამ ფიცს, პასუხს ვაგებ ღვთისა და კანონის წინაშე.
ვემსახურები საქართველოს, ვცოცხლობ საქართველოსთვის,
გვფარავდეს ღმერთი!
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.07.2025.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 16.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №267. სარეგისტრაციო კოდი — 130040000.10.003.018652.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 24.07.2025-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.07.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურის ფიცის დამტკიცების შესახებ“, №267, 16.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 130040000.10.003.018652 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.07.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2876638/