დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 16.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №270
სარეგისტრაციო კოდი 010320000.10.003.018655
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/06/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.06.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციაში (დეპარტამენტი) ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსისა და უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №270
2015 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1🔗
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში
ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად, კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (შემდგომში - ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება: მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ) სამუშაო გამოცდილება - არანაკლებ 3 წელი;
გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (ავტომატიზირებული საქმისწარმოების პროგრამა „edocument”, Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);
დ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული).
3. ადმინისტრაციული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
გ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
დ) საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“;
ე) „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილება;
ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტი (შემდგომში - დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტი).
1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.
2. დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (ავტომატიზირებული საქმისწარმოების პროგრამა „edocument”, Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);
გ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული).
3. დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;
გ) საქართველოს კანონი „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“;
დ) „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილება.