დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№88
სარეგისტრაციო კოდი
010320000.10.003.019152
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №88

2016 წლის 26 თებერვალი

   ქ. თბილისი

 

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. 
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში

ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები  

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ა) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი (შემდგომში დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი):

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

2. დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრის აკადემიური ხარისხი;

ბ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (ავტომატიზირებული საქმისწარმოების პროგრამა „edocument“,  Ms. Word,  Ms. Excel,  Ms. PowerPoint,  Internet);

გ) ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

დ) სამუშაო გამოცდილება – არანაკლებ 5 წელი.

3. დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონი;

გ) „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  დებულების დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დად­გენილება;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ბ) დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის სპეციალისტი (შემდგომში ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის სპეციალისტი):

1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას. 

2.  ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ბ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების ცოდნა (ავტომატიზირებული საქმისწარმოების პროგრამა „edocument“,  Ms. Word,  Ms. Excel, Ms. PowerPoint, Internet);

გ) უცხო ენის ცოდნა (ინგლისური ან რუსული).

3. ანალიზისა და დაგეგმვის დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის  დებულების დამ­ტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 5 ნოემბრის №284 დადგენილება.