ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (6)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2015 წლის 17 ივნისი ქ. მცხეთა |
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ბ)ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალი, დანართი N2-ის შესაბამისად;
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი N3-ის შესაბამისად;
დ) გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტი, დანართი N4-ის შესაბამისად.
|
ოქმი №
(ოქმის შედგენის თარიღი და დრო)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის_____________________________________________________________________ _____________________________________________________________________________________
________________
(ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა , სახელი , მამის სახელი და გვარი)
მონაცემები დამრღვევის შესახებ________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი ან გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი, დაბადების ადგილი და თარიღი)
ინფორმაცია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ:
__________________________________________________________________________________________
____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
(ადგილი , დრო , არსი)
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
(დარღვეული ნორმატიული აქტი, მუხლი , ნაწილი , პუნქტი, ქვეპუნქტი)
მოწმე(ები) ( არსებობის შემთხვევაში):
1. __________________________________________________________________________________________
(სახელი , გვარი , მამის სახელი , მისამართი , პირადი ნომერი)
____________________________________
(ხელმოწერა)
2. __________________________________________________________________________________________
(სახელი , გვარი , მამის სახელი , მისამართი , პირადი ნომერი)
___________________________________
(ხელმოწერა)
დაზარალებული(ები) ( არსებობის შემთხვევაში):
1. __________________________________________________________________________________________
(სახელი , გვარი , მამის სახელი , მისამართი , პირადი ნომერი)
____________________________________
(ხელმოწერა)
2. __________________________________________________________________________________________
(სახელი , გვარი , მამის სახელი , მისამართი , პირადი ნომერი)
___________________________________
(ხელმოწერა)
დამრღვევის ახსნა - განმარტება:________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
______________________________________________________________________________________________
________________
საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები:_____________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
_____________________________________________________________________________________________
ოქმის შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252 -ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს , მისცეს ახსნა - განმარტებანი , წარადგინოს მტკიცებულებანი , განაცხადოს შუამდგომლობანი ; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა , ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით ; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება . ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე განიხილება იმ პირის თანდასწრებით , რომელიც მიცემულია ადმინისტრაციულ პასუხისგებაში. ამ პირის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არის ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე.
შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო:
_________________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________________
___________________________
(შენიშვნის შინაარსი)
სამართალდამრღვევი _____________________________________________________ _____________________
(ხელმოწერა ან ხელმოწერაზე უარის აღნიშვნა) ( თარიღი)
ოქმის შემდგენელი _______________________________________________________ _______________________
(სახელი, გვარი, ხელმოწერა) ( თარიღი)
ბ . ა .
დამკვეთი :
დამამზადებელი :
სფს-ს რეგისტრაციის № N__ .
|
აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
2. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის (შემდგომში – ოქმი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის საფუძველზე.
2. პოლიგრაფიული საწარმოდან ოქმების გამოტანის უფლება აქვს პირს, რომელსაც გააჩნია სათანადოდ გაფორმებული მინდობილობა.
3. ოქმების გაცემა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური დაგეგმვის, ქონების მართვის და მოსაკრებლების სამსახურისათვის ხორციელდება მათი წერილობით მოთხოვნის საფუძველზე.
4. ოქმების გაცემა, დაბრუნება და გაუქმება აღირიცხება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
2. სათავსო, სადაც ინახება ოქმები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან.
3. ოქმები ინახება ამ ფორმის გამოყენებასა და აღრიცხვა -ანგარიშგებაზე პასუხისმგებელ პირთან ან პირებთან.
2. ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მასში არასწორ მონაცემების შეტანის შემთხვევაში, ივსება ახალი ოქმი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც ოქმის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს ოქმის გამცემს.
3. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში აღინიშნება:
ა) ოქმის შედგენის თარიღი და ადგილი;
ბ) ოქმის შემდგენი პირის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი და გვარი, პირადი ნომერი;
გ) მონაცემები დამრღვევის შესახებ;
დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ე) ნორმატიული აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ამ სამართალდარღვევისათვის;
ვ) მოწმეთა ან/და დაზარალებულთა სახელები, გვარები, პირადი ნომრები და მისამართები, ასეთების არსებობის შემთხვევაში;
ზ) დამრღვევის ახსნა-განმარტება;
თ) საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა ცნობები.
4. ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი. თუ არიან მოწმეები და დაზარალებულნი, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
5. იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენ პირს უფლება აქვს წარადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტებები და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები. ოქმის შედგენისას, დამრღვევს უნდა განემარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, რაც ასევე აღინიშნება ოქმში.
6. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი დგება 3 (სამი) ეგზემპლარად. შედგენილი ოქმის მესამე ეგზემპლარი ყველა დანართით გადაეცემა დამრღვევს, რაზედაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. ოქმის მეორე ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირთან, ხოლო პირველი ეგზემპლარი (დედანი) იგზავნება სასამართლოში.
7. ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს სპეციალურად ზონარგაყრილ და დანომრილ წიგნში და შემდგომი რეაგირებისათვის დაუყოვნებლივ უნდა გადაეგზავნოს იმ ორგანოს (თანამდებობის პირს), რომელიც უფლებამოსილია განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმე.
ქ. მცხეთა ---- ----------------- 20 წ.
გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმის ჩამოწერის შესახებ
ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ოქმების ჩამოწერის სისწორეს
ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -------------------------------
ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი ----------------------------- |