საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №273 |
|
2015 წლის 17 ივნისი ქ. თბილისი |
1. დამტკიცდეს საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკი თანდართული დანართის შესაბამისად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაევალოთ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, ხოლო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებსა და რადიოსიხშირული რესურსის მფლობელ პირებს ეთხოვოთ, რომ განახორციელონ საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივი გათიშვის გრაფიკის შესრულებისთვის აუცილებელი ღონისძიებები.
3. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან შეთანხმებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ციფრული მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის ძირითადი ქსელის ექსპლუატაციაში შეყვანის შემდეგ აღმოჩენილ ჩრდილოვან ზონებში საზოგადოებრივი მაუწყებლისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისთვის მინიჭებულ სიხშირეებზე მოქმედი ანალოგური მიკრორეტრანსლატორების ეტაპობრივად გათიშვა განხორციელდეს მათ სანაცვლოდ ციფრულ სამაუწყებლო ზონებში გამოყენებულ სიხშირეებზე ან განსხვავებულ სიხშირეებზე ციფრული მიკრორეტრანსლატორების ამოქმედების შემდგომ.
4. დაევალოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, 2015 წლის 1 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გათიშვის გრაფიკი.
|
საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის
ეტაპობრივად გათიშვის გეგმა
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 17.06.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 17.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №273. სარეგისტრაციო კოდი — 450140000.10.003.018658.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.06.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“, №273, 17.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 450140000.10.003.018658 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2878156/