სიღნაღის მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 17.06.2015
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016159
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/06/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი | სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33–ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ ონის მუნიციპალიტეტში იმ დასახლებული პუნქტების ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ონის მუნიციპალიტეტში იმ დასახლებული პუნქტების ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც არ გავრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-7 ნაწილით(გარდა იურიდიული პირებისა) მე-9 ნაწილით (გარდა იურიდიული პირებისა) და 35-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ მიზნებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2015 წლის 17 ივნისი
ქ. სიღნაღი
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მოქმედების ტერიტორიის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა გავრცელდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის შემდეგ ტერიტორიებზე :
1.
ქ.სიღნაღისა და ქ. წნორის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარებში, პარკებსა და სკვერებში.
2.
ქ. სიღნაღის დავით აღმაშენებლის, ერეკლე მეორისა და სოლომონ დოდაშვილის სახელობის მოედნებზე.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი