ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, აგრეთვე ძაღლის/კატის ყოლის, იზოლირების და მესაკუთრეთა (მფლობელთა) დაჯარიმების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.06.2015
ძალის დაკარგვა 17.09.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №28
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.175.016080
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 818 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.06.2015 მიღება
17.09.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, აგრეთვე ძაღლის/კატის ყოლის, იზოლირების და მესაკუთრეთა (მფლობელთა) დაჯარიმების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №28 2015 წლის 17 ივნისი ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის, აგრეთვე ძაღლის/კატის ყოლის, იზოლირების და მესაკუთრეთა (მფლობელთა) დაჯარიმების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,რ” ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის,  „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს 103-ე მუხლის, 148-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების, 151-ე მუხლის მესამე ნაწილის და  209​3 მუხლის პირველი,  მესამე და მეოთხე ნაწილების საფუძველზე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს  „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის,  აგრეთვე ძაღლის/კატის ყოლის, იზოლირების და მესაკუთრეთა (მფლობელთა) დაჯარიმების  წესი“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი დანართი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის,  აგრეთვე ძაღლის/კატის  ყოლის, იზოლირების და მესაკუთრეთა (მფლობელთა) დაჯარიმების  წესი 1.  წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს მე-16 მუხლის მეორე პუნქტის „რ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-ს  103-ე მუხლის, 148-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილის,  151-ე მუხლის მესამე ნაწილის, 209​3 მუხლის  პირველი, მესამე და მეოთხე ნაწილების საფუძველზე და ვრცელდება იმ პირებზე, რომელთაც საკუთრებაში ან/და მფლობელობაში ყავთ წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი, აგრეთვე ძაღლი/კატა. 2. აკრძალულია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (მათ შორის ბულვარში, პარკში ან სკვერში) წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ და მეთვალყურეობის ქვეშ გაშვება, აგრეთვე ძაღლის  საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა. 3. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია: ა) წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი იყოლიოს იზოლირებულ ტერიტორიაზე ( ეზო, მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი) ან დაბმულ მდგომარეობაში ამავე ტერიტორიაზე ისე, რომ არ დაარღვიოს სანიტარული ნორმები; ბ) არ დაუშვას პირუტყვის იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაშვება და დატოვება; გ) არ დაუშვას ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება; დ) პირუტყვის ტრანსპორტირებისას დაიცვას უსაფრთხოების წესები. 4. ძაღლის მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლი გაუშვას ალიკაპით ან საბმელით. ძაღლის/კატის სეირნობისას უზრუნველყოს გარშემომყოფთა უსაფრთხოება, არ დაუშვას მისი უმეთვალყურეოდ დატოვება. უზრუნველყოს ძაღლის/კატის ცოფზე აცრა. ასევე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხდველობის სამსახური ვალდებულია წელიწადში ერთხელ გამოითხოვოს ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულებიდან ძაღლის/კატის ცოფზე აცრის თაობაზე. 5. ზემოაღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევი დაჯარიმდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, კერძოდ: ა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გარდა პირუტყვის მესაკუთრის (მფლობელის) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა, გამოიწვევს პირუტყვის მესაკუთრის (მფლობელის) დაჯარიმებას - 20 (ოცი) ლარის ოდენობით; ბ)ბულვარში, პარკში ან სკვერში  წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშე ან მეთვალყურეობის  გარეშე ყოფნა გამოიწვევს პირუტყვის მესაკუთრის (მფლობელის) დაჯარიმებას - 50  (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; გ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან  სკვერში მწვანე ნარგავების შინაური ცხოველის მიერ დაზიანება/განადგურება გამოიწვევს ცხოველის მესაკუთრის (მფლობელის) დაჯარიმებას 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით; ამასთან ჯარიმის გადახდა არ ათავისუფლებს მესაკუთრეს (მფლობელს) ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. 6. მესაკუთრე ვალდებულია მეხუთე მუხლში მითითებული ჯარიმა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 (ოცდაათი) დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმის და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველსაყოფად ხდება პირუტყვის (შინაური ცხოველის) რეალიზება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (საჯარო სამართლის იურიდიული პირის -საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 13 ივლისის #523 ბრძანება) 7. ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლის/კატის ყოლის წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირის დაჯარიმებასას - შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. ასევე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  არსებულ ბულვარში, პარკში ან  სკვერში ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა გამოწვევს მესაკუთრის (მფლობელის) გაფრთხილებას ან დაჯარიმებას - 20 (ოცი) ლარის ოდენობით; იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში გამოიწვევს მესაკუთრის (მფლობელის) დაჯარიმებას - 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.  გაფრთხილება უნდა იყოს წერილობითი ხასიათის შესრულებული უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. წერილობითი ფორმით შედგენილი გაფრთხილება მესაკუთრეს (მფლობელს) ან/და მასთან მუდმივად მცხოვრებ პირს გადეცემა პირადად, რაც უნდა დადასტურდეს მიმღები პირის ხელმოწერით. 8. ამ წესით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეს ადგილზე განიხილავს, შესაბამის ოქმს ადგენს და სამართალდამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ ჯარიმას -ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური. ზედამხედველობის სმასახური უზრუნველყოფს სამართალდარღვევის საქმის წარმოებას, ოქმების აღრიცხვას და ახორციელებს ყველა სხვა საჭირო უფლებამოსილებას. 9. თუ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვი (შინაური ცხოველი) გაშვებულია მეთვალყურეობის გარეშე, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური ადგენს შესაბამის ოქმს, სადაც მიეთითება, რომ პირუტყვი ექვემდებარება დაუყონებლივ იზოლაციას სპეციალურ ადგილზე, რის შემდეგაც ა (ა)იპ თვითმმართველ ქალაქ  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე (მის: ქალაქი მცხეთა, თეატრონის ტერიტორია) მდებარე სპეციალურ თავშესაფარში  პირუტყვის გადაყვანა-ტრანსპორტირებას. შესაბამისი გარემოებების დადგომამდე უფლებამოსილი პირი  უზრუნველყოფს პირუტყვის მოვლა-პატრონობას (მათ შორის კვებას). 10. პირუტყვის მესაკუთრეს (მფლობელს) პირუტყვი (შინაური ცხოველი) უბრუნდება  ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. 11. მესაკუთრედ (მფლობელად) ითვლება პირი, რომელსაც აქვს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა ან სხვა დოკუმენტი აგრეთვე, პირი რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ მფლობელობას. 12. სამართლადარღვევის ოქმის ტიპურ ფორმებს ამტკიცებს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო.  13. ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილება დაჯარიმების შესახებ შესაძლებელია გასაჩივრდეს ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, რომელიც განიხილავს საჩივარს და გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას. განხილვის პროცესში სამართალდამრღვევის დასწრება სავალდებულოა. 14. დაჯარიმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, ასევე ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საჩივრის განხილვის შემდგომ მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მცხეთის რაიონულ სასამართლოში.