საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 25.06.2015
ძალის დაკარგვა 26.09.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №202
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.023.016325
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (4)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №202 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 25.09.2017
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №202
2015 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის დამატებითი საკალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 9 მარტის №187 ბრძანება;
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო - მიმართულება - საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი ან აგრარული მეცნიერებები; დარგი/სპეციალობა – საჯარო მმართველობა; ქვედარგი/სპეციალიზაცია – გარემოს დაცვა;
ბ)
სასურველია მეცნიერებათა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, „ნარჩენების მართვის კოდექსი“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ტექნიკური რეგლამენტი – სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების ნარჩენების შეგროვების, შენახვისა და გაუვნებლების სანიტარიული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №64 დადგენილების, ,,ტექნიკური რეგლამენტის - „მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელების მოწყობისა და ექსპლუატაციის წესები და ნორმები“ დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №416 დადგენილების, ბაზელის კონვენციის – „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“, როტერდამის კონვენციის - ,,ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ”, სტოკჰოლმის კონვენციის - „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის № 98 დადგენილების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №20 ბრძანებისა და ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ევროდირექტივების ცოდნა;
დ)
სავალდებულოა 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის გარემოსდაცვით სფეროში ან მომიჯნავე დარგში, ასევე 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობაზე საჯარო სამსახურში;
ე)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ვ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint (ძალიან კარგად ცოდნა); Google Apps for Business (კარგად ცოდნა);
ზ)
პროფესიული უნარები:
ზ.ა)
გარემოსდაცვით კანონმდებლობასა და ნორმატიულ აქტებზე მუშაობის უნარი;
ზ.ბ)
გარემოსდაცვით სტრატეგიულ დოკუმენტებზე მუშაობის უნარი;
ზ.გ)
მენეჯერული, ეფექტური დროის მართვის უნარი;
ზ.დ)
საპროექტო წინადადების შემუშავებისა და განხორციელების უნარი;
ზ.ე)
ანალიტიკური აზროვნება;
ზ.ვ)
გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
ზ.ზ)
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ზ.თ)
კომუნიკაბელურობა;
ზ.ი)
ორგანიზებულობა;
ზ.კ)
მაღალი სამუშაო აქტივობა;
ზ.ლ)
სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა.
მუხლი 2🔗.
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება – მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო - მიმართულება - საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; დარგი/სპეციალობა - საჯარო მმართველობა; ქვედარგი/სპეციალიზაცია - გარემოს დაცვა. სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ)
საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსის”, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზელის კონვენციის – „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“, როტერდამის კონვენციის - ,,ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ”, სტოკჰოლმის კონვენციის- „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის №98 დადგენილების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №20 ბრძანებისა და ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების ცოდნა;
გ)
სავალდებულოა 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის გარემოსდაცვით სფეროში, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება და საჯარო სამსახურში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
დ)
სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
ე)
საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Microsoft Office; Internet Utilities), Google apps for business;
ვ)
პროფესიული უნარები:
ვ.ა)
საპროექტო წინადადების შემუშავებისა და განხორციელების უნარი;
ვ.ბ)
მენეჯერული, ეფექტური დროის მართვის უნარი;
ვ.გ)
ანალიტიკური აზროვნება;
ვ.დ)
გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;
ვ.ე)
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ვ.ვ)
კომუნიკაბელურობა;
ვ.ზ)
ორგანიზებულობა;
ვ.თ)
მაღალი სამუშაო აქტივობა;
ვ.ი)
სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა.
მუხლი 3🔗.
ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება - მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო/მიმართულება – სამართალი ან ინჟინერია ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; დარგი/სპეციალობა – ეკოლოგია/გარემოსმცოდნეობა. სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ)
საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონი „ნარჩენების მართვის კოდექსის”, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზელის კონვენციის - „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“, როტერდამის კონვენციის - ,,ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ”, სტოკჰოლმის კონვენციის- „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის № 98 დადგენილების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №20 ბრძანებისა და ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების ცოდნა;
გ)
სავალდებულოა გარემოსდაცვით სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
დ)
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
ე)
საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Google Apps for Business - ძალიან კარგად ცოდნა;
ვ)
პროფესიული უნარები:
ვ.ა)
ანალიტიკური აზროვნება;
ვ.ბ)
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ვ.გ)
კომუნიკაბელურობა;
ვ.დ)
ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
ვ.ე)
გუნდური მუშაობის უნარი;
ვ.ვ)
სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა.
მუხლი 4🔗.
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება - მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო - მიმართულება - საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი; დარგი/სპეციალობა - ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია ან გარემოს ინჟინერია და უსაფრთხოება ან ქიმია. სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ)
საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“ , ,გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ტერიტორიაზე წარმოების, გამოყენებისა და ექსპორტ-იმპორტის აკრძალვას ან მკაცრად შუზღუდულ გამოყენებას დაქვემდებარებული საშიში ქიმიური ნივთიერებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 26 მარტის №133/ნ ბრძანების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის № 98 დადგენილების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №20 ბრძანების, ბაზელის კონვენციის - „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“, როტერდამის კონვენციის -,,ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“, სტოკჰოლმის კონვენციის - „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“ და ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების ცოდნა;
გ)
სავალდებულოა 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის გარემოსდაცვით სფეროში კერძო, არასამთავრობო ან სახელმწიფო სექტორებში. სასურველია - სამუშაო გამოცდილება ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში;
დ)
სავალდებულოა ინგლისური ენის კარგად ცოდნა. სასურველია რუსული ენის კარგად ცოდნა;
ე)
საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint (ძალიან კარგად ცოდნა); Google Apps for Business(კარგად ცოდნა);
ვ)
პროფესიული უნარები:
ვ.ა)
ანალიტიკური აზროვნება;
ვ.ბ)
მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
ვ.გ)
კომუნიკაბელურობა;
ვ.დ)
ორგანიზებულობა;
ვ.ე)
მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
ვ.ვ)
სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა;
ვ.ზ)
გუნდური მუშაობის უნარი;
ვ.თ)
ეფეტური დროის მართვის უნარი.
მუხლი 5🔗.
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო - მიმართულება - საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი ან აგრარული მეცნიერებები.სავალდებულოა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ)
საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზელის კონვენციის - „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“, როტერდამის კონვენციის - ,,ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ”, სტოკჰოლმის კონვენციის - „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის № 98 დადგენილების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №20 ბრძანებისა და ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების ცოდნა.
გ)
სასურველია 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება გარემოსდაცვით სფეროში ან მომიჯნავე დარგში;
დ)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ე)
საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint (ძალიან კარგად ცოდნა); Google Apps for Business(კარგად ცოდნა);
ვ)
პროფესიული უნარები:
ვ.ა)
ანალიტიკური აზროვნება;
ვ.ბ)
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ვ.გ)
კომუნიკაბელურობა;
ვ.დ)
ორგანიზებულობა;
ვ.ე)
მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
ვ.ვ)
სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა;
ვ.ზ)
გუნდური მუშაობის უნარი;
ვ.თ)
ეფეტური დროის მართვის უნარი.
მუხლი 6🔗.
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი
ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი განათლება - მიმართულება/დარგი/სპეციალობა: სავალდებულო - მიმართულება - საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი, სასურველი - დარგი/სპეციალობა - ეკოლოგია/გარემოსმცოდნეობა. სავალდებულოა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
ბ)
საქართველოს კონსტიტუციის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, აქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ბაზელის კონვენციის - „სახიფათო ნარჩენების ტრანსსასაზღვრო გადაზიდვასა და მათ განთავსებაზე კონტროლის შესახებ“, როტერდამის კონვენციის - ,,ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებებითა და პესტიციდებით საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში წინასწარი დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ”, სტოკჰოლმის კონვენციის - „მდგრადი ორგანული დამბინძურებლების შესახებ“, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის № 98 დადგენილების, ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №20 ბრძანებისა და ნარჩენების და ქიმიური ნივთიერებების მართვის სფეროში ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების ცოდნა.
გ)
სასურველია 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება გარემოსდაცვით სფეროში;
დ)
სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
ე)
საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულოა Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Outlook (ძალიან კარგად ცოდნა); Google Apps for Business (კარგად ცოდნა);
ვ)
პროფესიული უნარები:
ვ.ა)
ანალიტიკური აზროვნება;
ვ.ბ)
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ვ.გ)
კომუნიკაბელურობა;
ვ.დ)
ორგანიზებულობა;
ვ.ე)
მაღალი სამუშაო მოტივაცია და აქტივობა;
ვ.ვ)
სამუშაოსთან დაკავშირებული სტრესისადმი მდგრადობა;
ვ.ზ)
გუნდური მუშაობის უნარი;
ვ.თ)
ეფეტური დროის მართვის უნარი.