ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1228
2015 წლის 11 ივნისი
ქ. თბილისი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა (შემდგომში – სამსახური), ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ურბანული განვითარებისთვის მდგრადობის პროფილის შემუშავებასთან დაკავშირებული საექსპერტო მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, სამსახურის არასაბიუჯეტო სახსრებით, 40 000 (ორმოცი ათასი)ევროს ფარგლებში, მაინის ფრანქფურტის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (Kreditanstalt fü r Wiederaufbau) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას შორის, 2015 წლის 5 მაისს გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულების შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი