კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე
მიღების თარიღი 16.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1235
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019363
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/06/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.06.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
კომპანია Microsoft-ის ოფიციალური წარმომადგენლისგან კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) შესყიდვის განხორციელების თაობაზე შპს „კავკასიის სამთო ჯგუფზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის მის სარგებლობაში არსებული ქონების უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, სარგებლობაში გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ მომსახურების აგენტის დანიშვნის ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1235
2015 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) ზოგიერთი საბიუჯეტო ორგანიზაციისათვის მიწოდებისა და მისი ადმინისტრირების თაობაზე
1. „კომპანია Microsoft-ის ოფიციალური წარმომადგენლისგან კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) შესყიდვის განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №38 განკარგულების საფუძველზე, სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მიერ შესყიდული ლიცენზიები გადანაწილდეს წინამდებარე განკარგულების დანართების (დანართი №1 - დანართი №15) შესაბამისად.
2. დაევალოთ/ეთხოვოთ წინამდებარე განკარგულების დანართებით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს (გარდა №8 დანართით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციისა) განახორციელონ ამავე დანართებით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობის ლიცენზიების შესყიდვა სსიპ – საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისგან.
3. წინამდებარე განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების შესყიდვასთან დაკავშირებით, შესაბამისი ანგარიშსწორება განხორციელდეს ეტაპობრივად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ანგარიშსწორების გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, საბოლოო ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2017 წლისა.
4. 2015 წლის 23 იანვარს, საქართველოს მთავრობასა და კომპანია Microsoft-ს შორის გაფორმებული Business and Services Agreement (შემდგომში – „MBSA შეთანხმება“); Enterprise Agreement; 2015 წლის 30 იანვრის Get Genuine Windows Agreement for Large Organizations (Indirect) (შემდგომში - „GGWA შეთანხმება“) ხელშეკრულებების, 2015 წლის 30 იანვარს სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურსა და კომპანია Microsoft-ს შორის გაფორმებული Enterprise Enrollment (Indirect) - X20-10471“, „Discount Transparency Disclosure Form - X20-12769“, „Product Selection Form – Specialized profile – CTM“ „Effective Date Amendment ID M23 – M23 ხელშეკრულებების შესაბამისად, 2015 წლის 30 იანვარს სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურსა და კომპანია Microsoft-ს შორის გაფორმებული Enterprise Enrollment (Indirect) – X20-10471 ხელშეკრულებით განსაზღვრულმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელონ კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების შესყიდვა, კომპანია Microsoft-ის ოფიციალური წარმომადგენლისგან შპს „იუ-ჯი-თისგან“.
5. ამ განკარგულების დანართებით განსაზღვრულ საბიუჯეტო ორგანიზაციებს, ამავე განკარგულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვის განხორციელების უფლება წარმოეშობათ განკარგულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ.
6. სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა უზრუნველყოს:
ა) კომპანია Microsoft-ის ელექტრონული პორტალის მეშვეობით, წინამდებარე განკარგულების დანართებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და 2015 წლის 30 იანვარს, სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურსა და კომპანია Microsoft-ს შორის გაფორმებული Enterprise Enrollment (Indirect) - X20-10471 ხელშეკრულებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ შესყიდული ლიცენზიების ადმინისტრირება (Microsoft-ის პორტალზე წვდომის უზრუნველყოფა და შესყიდული ლიცენზიების შესაბამისი ნომრების გადაცემა);
ბ) წინამდებარე განკარგულების დანართებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის, ამავე დანართებში მითითებული ოდენობების შესაბამისად, კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების მიწოდება 3 (სამი) ეტაპად;
გ) 2015 წლის 30 იანვარს სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურსა და კომპანია Microsoft-ს შორის გაფორმებული Enterprise Enrollment (Indirect) - X20-10471 ხელშეკრულებით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ, ამ განკარგულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების შესყიდვის შემთხვევაში, ლიცენზიების გააქტიურებისა და ადმინისტრირების მიზნით, კომპანია Microsoft-თან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება.
7. 2015 წლის 30 იანვარს, სსიპ – საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურსა და კომპანია Microsoft-ს შორის გაფორმებულ Enterprise Enrollment (Indirect) - X20-10471 ხელშეკრულებაში მითითებულმა საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, ამ განკარგულების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზიების შესყიდვის შემთხვევაში, უზრუნველყონ შესყიდული ლიცენზიების თაობაზე, შესაბამისი ინფორმაციის (დამატებით მოთხოვნილი ლიცენზიების დასახელება და რაოდენობა) მიწოდება სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურისათვის.
8. ამ განკარგულების მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების შესყიდვა, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი