კომპანია Microsoft-ის ოფიციალური წარმომადგენლისგან კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) შესყიდვის განხორციელების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№38
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018470
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/02/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობი ს

განკარგულება №38

2015 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

კომპანია Microsoft-ის ოფიციალური წარმომადგენლისგან კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing  და Enterprise Licensing)  შესყიდვის განხორციელების თაობაზე

1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ:

ა) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №2622 განკარ­გულებით მოწონებულ იქნა შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანა­მედ­როვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკოორდინირებელი კომისიის 2014 წლის 19 დეკემ­ბრის №2 სხდომის ოქმი, რომლის თანახმადაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საფინანსო-ანალი­ტიკურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყოს კომპანია Microsoft-ის ლიცენ­ზიების (Genuine OS Licensing  და Enterprise Licensing)  შესყიდვის მიზ­ნით, კომპანია Microsoft-თან შემდეგი ხელშეკრულებების გაფორმება: „Enterprise Enrollment (Indirect) - X20-10471“, „Discount Transparency Disclosure Form - X20-12769“, „Product Selection Form – Specialized profile – CTM“, „Effective Date Amendment ID M23 – M23“;

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing)  საერთო  ღი­რებულება  (დღგ-ის გათვალისწინებით)  შეადგენს  19 287 100 (ცხრა­მე­ტი მილიონ ორას ოთხმოცდაშვიდი ათას ასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს და ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს 3 (სამ) ეტაპად: პირ­ველი ეტაპი - 7 451 700 (შვიდი მილიონ ოთხას ორმოცდათერთმეტი ათას შვიდასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; მეორე ეტაპი - 5 917 700 (ხუ­თი მილიონ ცხრაასჩვიდმეტი ათას შვიდასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი; მესამე ეტაპი - 5 917 700 (ხუთი მილიონ ცხრაასჩვიდმეტი ათას შვი­დასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურმა სამ­სახურმა კომპანია Microsoft-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან კომ­პანია Microsoft-ის ლიცენზიების (Genuine OS Licensing და Enterprise Licensing) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შეს­ყიდვის საშუალებით.

3. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწი­ნებული, ლიცენზიების შესყიდვისათვის პირველ ეტაპზე გადასახდელი თანხის ანაზღაურების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „სა­ქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართვე­ლოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერ­ვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კონტროლს დაქ­ვემ­დებარებულ სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურს გამოუ­ყოს 7 451 700 (შვიდი მილიონ ოთხას ორმოცდათერთმეტი ათას შვიდასი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

4. სსიპ - საფინანსო-ანალიტიკურმა სამსახურმა ზემოაღნიშნული ხელ­შეკრულებების გაფორმების შემდგომ უზრუნველყოს საბიუჯეტო ორ­განი­ზაციებთან Microsoft-ის ლიცენზიების მიწოდების მიზნით ხელშეკ­რულებების გაფორმება და შესაბამისი ლიცენზიების მიწოდება.

პრემიერ-მინისტრი                                                         ი. ღარიბაშვილი