გ. კურტანიძისათვის საქართველოს მთავრობის სახელით ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2622
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018411
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/01/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2622

2014 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

 გ. კურტანიძისათვის საქართველოს მთავრობის სახელით ხელშეკრულებებზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

1. „შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკოორდინირებელი კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 12 აგვისტოს №484 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ თანამედროვე ტექნოლოგიებში ლიცენზირებული საავტორო პროგრამების შეძენის პროცესის მაკოორდინირებელი კომისიის 2014 წლის 19 დეკემბრის №2 სხდომის ოქმი.

2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობასა და კომპანია Microsoft-ს შორის დასადებ შემდეგ ხელშეკრულებებზე: „Business and Services Agreement“, „Get Genuine Windows Agreement for Large Organizations (Indirect)“ და „Enterprise Agreement“ საქართველოს მთავრობის სახელით ხელმოწერის უფლებამოსილება მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის უფროსს გიორგი კურტანიძეს.

3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო ფინანსური რესურსის მოძიება ამ განკარგულების მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებების ხელმოწერიდან და კომპანია Microsoft-ის ოფიციალურ წარმომადგენელთან გასაფორმებელი შესყიდვის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების შესრულებისათვის.

პრემიერ-მინისტრი                                          ირაკლი ღარიბაშვილი