„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 29 სექტემბრის №576 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №276 |
|
2015 წლის 19 ივნისი ქ.თბილისი |
ა) XIX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი XIX
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემის საჯარო თანამდებობები“;
ბ) 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 26
1. მთავარი საჯარო თანამდებობა:
ა) მინისტრის პირველი მოადგილე;
ბ) მინისტრის მოადგილე.
2. წამყვანი საჯარო თანამდებობა:
ა) დეპარტამენტის დირექტორი;
ბ) გენერალური ინსპექციის უფროსი;
გ) დეპარტამენტის უფროსი;
დ) დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე;
ე) დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
ვ) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე;
ზ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;
თ) სამსახურის უფროსი;
ი) მთავარი სამმართველოს უფროსი;
კ) მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ლ) გენერალური ინსპექციის სამმართველოს უფროსი;
მ) სამმართველოს უფროსი;
ნ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორი;
ო) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მოადგილე;
პ) სამმართველოს უფროსის მოადგილე;
ჟ) შტაბის (სამმართველოს) უფროსი;
რ) მინისტრის მრჩეველი.
3. უფროსი საჯარო თანამდებობა:
ა) მინისტრის თანაშემწე;
ბ) მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე;
გ) მინისტრის მოადგილის თანაშემწე;
დ) პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმი;
ე) პენიტენციური დაწესებულების მთავარი ექიმის მოადგილე;
ვ) განყოფილების უფროსი;
ზ) შტაბის (განყოფილების) უფროსი;
თ) განყოფილების უფროსის მოადგილე;
ი) სპეციალური დაცვის განყოფილების მებრძოლი;
კ) ასეულის მეთაური;
ლ) ასეულის მეთაურის მოადგილე;
მ) გენერალური ინსპექციის უფროსი ინსპექტორი;
ნ) გენერალური ინსპექციის მრჩეველი;
ო) მრჩეველი;
პ) განყოფილების უფროსი ექიმი;
ჟ) ლაბორატორიის (განყოფილების) უფროსი;
რ) გამომძიებელი;
ს) უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი;
ტ) მთავარი ინსპექტორი;
უ) ოცეულის მეთაური;
ფ) მთავარი ინსპექტორი (დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე).
4. უმცროსი საჯარო თანამდებობა:
ა) გენერალური ინსპექციის ინსპექტორი;
ბ) ინსპექტორ-გამომძიებელი;
გ) გენერალური ინსპექციის მთავარი სპეციალისტი;
დ) გენერალური ინსპექციის სპეციალისტი;
ე) მთავარი სპეციალისტი;
ვ) სპეციალისტი;
ზ) გუშაგთა ცვლის უფროსის მოადგილე;
თ) უფროსი მორიგე ინსპექტორი;
ი) გუშაგთა ცვლის უფროსი;
კ) უფროსი ინსპექტორი;
ლ) უფროსი სოციალური მუშაკი;
მ) უფროსი ინსპექტორი (საინჟინრო-ქიმიური და საიმიტაციო საშუალებების დარგში);
ნ) უფროსი ინსპექტორი (შეიარაღებისა და ტექნიკის დარგში);
ო) უფროსი ინსპექტორი (საბრძოლო მომზადების დარგში);
პ) უფროსი ინსპექტორი (ოპერატიული მორიგე);
ჟ) უფროსი ინსპექტორი (კონტროლის ინსპექტორი);
რ) უფროსი ინსპექტორი (იურისტი);
ს) უფროსი საზოგადოებრივი კონსულტანტი;
ტ) საზოგადოებრივი კონსულტანტი;
უ) მებრძოლი;
ფ) ინსპექტორი;
ქ) ინსპექტორი (საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის დარგში);
ღ) ინსპექტორი (ექიმი);
ყ) ინსპექტორი (ფსიქოლოგი);
შ) ინსპექტორი (მორიგე);
ჩ) ინსპექტორი (გუშაგი);
ც) სოციალური მუშაკი;
ძ) ინსპექტორი (ოპერატიული მორიგე);
წ) ინსპექტორი (ოპერატიული მორიგის თანაშემწე);
ჭ) ინსპექტორი (სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის დარგში);
ხ) ინსპექტორი (კონტროლიორი);
ჯ) ინსპექტორი (ბუღალტერი);
ჰ) ინსპექტორი (საწყობის გამგე);
ჰ1) უმცროსი ინსპექტორი (მორიგე);
ჰ2) უმცროსი ინსპექტორი;
ჰ3) ოცეულის მეთაურის მოადგილე;
ჰ4) წამყვანი სპეციალისტი (საწყობის გამგე);
ჰ5) სპეციალისტი (სასადილოს გამგე);
ჰ6) სპეციალისტი (არქივარიუსი);
ჰ7) სპეციალისტი (ბიბლიოთეკის გამგე);
ჰ8) ყარაული;
ჰ9) ექიმი (ოჯახის ექიმი, დღის ექიმი, მორიგე ექიმი, მეან-გინეკოლოგი, პედიატრი, თერაპევტი, კარდიოლოგი, რევმატოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, გასტროენტეროლოგი, ჰემატოლოგი, ნეფროლოგი, ანგიოლოგი, ზოგადი ქირურგი, გულმკერდის ქირურგი, სისხლძარღვთა ქირურგი, მორიგე ქირურგი, ონკოლოგი ქირურგი, ონკოლოგი, ტრავმატოლოგი, უროლოგი, პროქტოლოგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი, ქიმიოთერაპევტი, ანესთეზიოლოგი, რეანიმატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, ინფექციონისტი, ჰეპატოლოგი, ალგოლოგი, ფთიზიატრი, კრიტიკული მედიცინის ექიმი, დერმატოვენეროლოგი, ფთიზიოპულმონოლოგი, სეფსოლოგი, პარაზიტოლოგი, ფსიქიატრი, ნარკოლოგი, რენტგენოლოგი, ექოსკოპისტი, ენდოსკოპისტი, სტომატოლოგი, სტომატოლოგ-ორთოპედი, ექიმი ლაბორანტი, ექიმი ბიოქიმიკოსი, ბაქტერიოლოგი, ფიზიოთერაპევტი, რეაბილიტოლოგი, ფარმაცევტი, ექიმი დიეტოლოგი);
ჰ10) ფსიქოლოგი;
ჰ11) რენტგენ-ლაბორანტი;
ჰ12) ლაბორანტი;
ჰ13) ფარმაცევტი;
ჰ14) ფარმაციის ასისტენტი;
ჰ15) უფროსი ექთანი;
ჰ16) ექთანი (საოპერაციოს უფროსი ექთანი, საოპერაციოს ექთანი, ანესთეზიის ექთანი, შესახვევის ექთანი, დღის ექთანი, მორიგე ექთანი, ექთნის ასისტენტი, ლაბორანტი, მორიგე ლაბორანტი, რენტგენ-ლაბორანტი, მორიგე რენტგენ-ლაბორანტი, მასაჟისტი, პროზექტორი, დიასახლისი, ექთანი დიეტოლოგი, პროვიზორი);
ჰ17) ექთნის ასისტენტი;
ჰ18) სამედიცინო სამსახურის ადმინისტრაციული ასისტენტი;
ჰ19) წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი;
ჰ20) სტატისტიკოსი;
ჰ21) სანიტარი;
ჰ22) დიასახლისი.“;
გ) 27-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
|