,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №98
2005 წლის 3 ივნისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2004 წელი, №60, მუხლი 526) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) ამტკიცებს სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესს და ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.”.
2. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სამინისტროს სისტემა შედგება სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან (სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამსახურებისაგან), ტერიტორიული ორგანოებისაგან, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურებისაგან, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან.”.
3. დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. სამინისტროს სისტემა
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები არიან სამინისტროს დეპარტამენტები და სამსახურები.
2. სამინისტროს დეპარტამენტები არიან:
ა) ადმინიტრაციული დეპარტამენტი;
ბ) ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტი;
გ) მდგრადი განვითარების დეპარტამენტი;
დ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მომზადების დეპარტამენტი;
ე) იურიდიული დეპარტამენტი.
3. სამინისტროს სამსახურები არიან:
ა) გენერალური ინსპექციის სამსახური;
ბ) საკადრო რესურსების მართვის სამსახური;
გ) ზედამხედველობის სამსახური;
დ) ფინანსური უზრუნველყოფის სამსახური;
ე) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური;
ვ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახური;
ზ) რეგიონებთან ურთიერთობის სამსახური;
თ) მიწის მართვის სამსახური;
ი) ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამსახური;
კ) წყლის რესურსების მართვის სამსახური;
ლ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახური;
მ) კლიმატის ცვლილების სამსახური;
ნ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახური.
4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:
ა) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ბ) იმერეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
გ) გურიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
დ) შიდა ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ე) ქვემო ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ვ) სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ზ) კახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
თ) მცხეთა-მთიანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ი) ქვემო სვანეთ-ლეჩხუმის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
კ) რაჭის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;
ლ) ხაშურის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საქალაქო სამმართველო;
მ) ფოთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საქალაქო სამმართველო;
ნ) შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია.
5. სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები არიან:
ა) სატყეო მეურნეობის დეპარტამენტი;
ბ) დაცული ტერიტორიების დეპარტამენტი;
გ) გეოლოგიის დეპარტამენტი;
დ) ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი;
ე) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დეპარტამენტი.
6. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:
ა) გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრი ,,სტიქია”;
ბ) კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი;
გ) სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ცენტრი;
დ) გეოინფორმაციული ტექნოლოგიების დისტანციური კვლევების ცენტრი;
ე) სპეციალური (სამხედრო) დანიშნულების გეოლოგიური კვლევების ცენტრი ,,სპეცგეო”;
ვ) საქგეოლფონდი;
ზ) გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრი;
თ) საშიში გეოლოგიური პროცესების ინჟინრული რეგულირების სამსახური;
ი) საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტო;
კ) საქგეოლექსპერტიზა;
ლ) საქტყეპროექტი;
მ) ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი;
ნ) აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი;
ო) კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი;
პ) ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი;
ჟ) საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი;
რ) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი;
ს) ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალი;
ტ) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი;
უ) გარდაბნის სახელმწიფო აღკვეთილი;
ფ) ყორუღის სახელმწიფო აღკვეთილი;
ქ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი;
ღ) ივრის სახელმწიფო აღკვეთილი;
ყ) კაცობურის სახელმწიფო აღკვეთილი;
შ) ჭაჭუნის სახელმწიფო აღკვეთილი;
ჩ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ბორჯომის სახელმწფო ნაკრძალი;
ც) კოლხეთის ეროვნული პარკი;
ძ) ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი;
წ) რიწის სახელმწიფო ნაკრძალი;
ჭ) გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი;
ხ) თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი და თუშეთის ეროვნული პარკი;
ჯ) ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი;
ჰ) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და ლაგოდეხის აღკვეთილი;
ჰ.ა) ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი და ვაშლოვანის ეროვნული პარკი;
ჰ.ბ) საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახური;
ჰ.გ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედებისა და რადიოლოკაციური უზრუნველყოფის სამსახური;
ჰ.დ) სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრი;
ჰ.ე) იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრი;
ჰ.ვ) გარემოს დაცვის ლაბორატორია;
ჰ.ზ) შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
ჰ.თ) გარემოს დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
ჰ.ი) საქსახმიწპროექტი;
ჰ.კ) დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრი;
ჰ.ლ) სატყეო სექტორის განვითარების ცენტრი;
ჰ.მ) კოსმოსური სააგენტო.
7. სამინისტროს სისტემაში არიან აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები.
8. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურების საქმინობის კოორდინაციას ახორციელებს სამინისტრო.“.
4. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენციაა:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტის კომპეტენციაა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მიერ სამინისტროს სისტემის კოორდინაციის უზრუნველყოფა, სახელმწიფო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინაცია;
ბ) ლიცენზიებისა და ნებართვების დეპარტამენტის კომპეტენციაა სახელმწიფო ეკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება, სალიცენზიო/სანებართვო მოწმობების გაცემა, ლიმიტების დამტკიცების ორგანიზება;
გ) მდგრადი განვითარების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
გ.ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ეკონომიკური პოლიტიკის, მექანიზმებისა და ნორმატივების შემუშავება;
გ.ბ) გარემოს მონიტორინგის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზება და განვითარების უზრუნველყოფა;
გ.გ) გარემოსდაცვითი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება;
გ.დ) მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
დ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მომზადების დეპარტამენტის კომპეტენციაა:
დ.ა) უცხოელ პარტნიორებთან სამინისტროს ურთიერთობებში მონაწილეობა და ამ ურთიერთობების მონიტორინგი, სამინისტროს კომპეტენციის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი, ასეთ ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის მიზანშეწონილობის ანალიზი და შესაბამისი სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციაში მონაწილეობა;
დ.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პროექტებისა და პროგრამების მომზადება და მომზადებაში მონაწილეობა, ასევე ამ სახის ეროვნული, რეგიონალური და გლობალური პროექტებისა და პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, შესაბამისი დავალების საფუძველზე კი – მიმდინარეობის კონტროლი;
ე) იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა სამინისტროს ხელმძღვანელობისა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ასევე სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის წარმართვა;
ვ) გენერალური ინსპექციის სამსახურის კომპეტენციაა სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, სამსახურებრივი პასუხისმგებლობისა და დისციპლინური გადაცდომის ფაქტების გამოვლენა, თავიდან აცილება და პროფილაქტიკა;
ზ) საკადრო რესურსების მართვის სამსახურის კომპეტენციაა:
ზ.ა) სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით წინადადებათა შემუშავება;
ზ.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური წესით დასჯისა და წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
ზ.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება;
ზ.დ) სამინისტროს სისტემის კადრების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია, აგრეთვე მათი საქმიანობის შემოწმების მიზნით დადგენილი წესის შესაბამისად რევიზიების მოწყობა;
ზ.ე) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კონკურსებისა და ატესტაციების გამართვის უზრუნველყოფა, მოხელეთა რეზერვის ფორმირება და მიზნობრივი გამოყენება;
ზ.ვ) სამსახურებრივი მოწმობების გაცემა და აღრიცხვა;
ზ.ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბრძანებების რეგისტრაცია;
ზ.თ) სამინისტროს წარმომადგენლობა სასამართლოში შრომითი დავების განხილვისას;
თ) ზედამხედველობის სამსახურის კომპეტენციაა გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობისა და გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების კონტროლის ორგანიზება, მათ შორის:
თ.ა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისადმი;
ბ.ბ) სანებართვო და სალიცენზიო დოკუმენტებისა და დამტკიცებული ლიმიტების პირობების შესრულებისადმი;
ი) ფინანსური უზრუნველყოფის სამსახურის კომპეტენციაა:
ი.ა) სამინისტროს სისტემის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ანალიზი;
ი.ბ) მატერიალური, შრომითი, ფინანსური და საკრედიტო რესურსების განაწილება, მათი მიზნობრივი გამოყენება;
ი.გ) სამინისტროს სისტემის საბუღალტრო საქმიანობისა და აღრიცხვა-ანგარიშგების მეთოდური უზრუნველყოფა;
ი.დ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ბალანსზე არსებული ქონებისა და მისი მოძრაობის, მატერიალური და ფინანსური რესურსების გამოყენების კონტროლი;
ი.ე) სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
კ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენციაა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ლ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამსახურის კომპეტენციაა:
ლ.ა) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა;
ლ.ბ) საზოგადოებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
ლ.გ) საზოგადოების გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების დონის ამაღლების ხელშეწყობა;
ლ.დ) გარემოსდაცვით გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა;
ლ.ე) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფთან სამინისტროს საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა;
მ) რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის კომპეტენციაა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მართვა და მათი საქმიანობის კოორდინაცია;
ნ) მიწის მართვის სამსახურის კომპეტენციაა მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის, ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებების, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელება, მიწის მიზნობრივი გამოყენებისა და დაცვის შესახებ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მიწის რესურსების მდგომარეობის თაობაზე მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნა;
ო) ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერებათა მართვის სამსახურის კომპეტენციაა ნარჩენებისა და ქიმიურ ნივთიერაბათა მართვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
პ) წყლის რესურსების მართვის სამსახურის კომპეტენციაა წყლის რესურსების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
ჟ) ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის კომპეტენციაა ატმოსფერული ჰაერის დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა;
რ) კლიმატის ცვლილების სამსახურის კომპეტენციაა საქართველოში კლიმატის ცვლილების პრობლემებზე წარმოებულ სამუშაოთა სახელმწიფო რეგულირების, სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა, საქართველოში კლიმატის ცვლილების მდგომარეობის შესახებ ქვეყნის მმართველობითი ორგანოების, მეურნეობის დარგებისა და მოსახლეობის ფაქტობრივი პროგნოსტიკული ინფორმაციით უზრუნველყოფა;
ს) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის კომპეტენციაა ბიომრავალფეროვნების დაცვის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის უზრუნველყოფა.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კონკრეტული კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებითა და მოქმედი კანონმდებლობით.“.
5. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 91 მუხლი:
„მუხლი 91. სამინისტროს სისტემის დაწესებულებების, ერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების კომპეტენცია
სამინისტროს სისტემის დაწესებულებების, ტერიტორიული ორგანოების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და მათი ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების კონკრეტული კომპეტენცია განისაზღვრება მათი დებულებებითა და მოქმედი კანონმდებლობით.“.
6. დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სახელმწიფო გერბი გამოისახება სამინისტროს ფასადზე, ხოლო მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულება გამოიყენება სამინისტროსა და მისი ტერიტორიული ორგანოების სანებართვო დოკუმენტებში, თანამშრომლების პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში და ბლანკებზე.“.
7. დებულების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. სამინისტროს ემბლემა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს თანამშრომლების სავიზიტო ბარათებზე, სხვა ბეჭდვით გამოცემებზე, აგრეთვე სამინისტროს სუვენირებსა და კუთვნილ სატრანსპორტო საშუალებებზე (ავტომანქანებსა და კატარღებზე).“.
8. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი