,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№66
სარეგისტრაციო კოდი
010.240.030.10.003.000.065
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 83, 10/08/2004
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №66

2004 წლის 6 აგვისტო

ქ. თბილისი

,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის       12 ივნისის №50 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად:

1. ,,საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით (,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე” III, 2004 წ., №60, მუხ. 526) დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები არიან:

ა) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;

ბ) იმერეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;

გ) გურიის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;

დ) შიდა ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;

ე) ქვემო ქართლის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;

ვ) სამცხე-ჯავახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;

ზ) კახეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;

თ) მცხეთა-მთიანეთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;

ი) ქვემო სვანეთ-ლეჩხუმის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;

კ) რაჭის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რეგიონალური სამმართველო;

ლ) ხაშურის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საქალაქო სამმართველო;

მ) ფოთის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საქალაქო სამმართველო;

ნ) შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექცია.“.

,,6. სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები არიან:

ა) გეოეკოლოგიური კვლევების ცენტრი ,,სტიქია“;

ბ) კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი;

გ) სეისმოჰიდროგეოდეფორმაციული კვლევის ცენტრი;

დ) გეოინფორმაციული ტექნოლოგიების დისტანციური კვლევების ცენტრი;

ე) სპეციალური (სამხედრო) დანიშნულების გეოლოგიური კვლევების ცენტრი ,,სპეცგეო“;

ვ) საქგეოლფონდი;

ზ) გეოტექნოლოგიური მომსახურების ცენტრი;

თ) საშიში გეოლოგიური პროცესების ინჟინრული რეგულირების სამსახური;

ი) საქართველოს შავი ზღვის დაცვისა და რესურსების კვლევა-ათვისების სახელმწიფო სააგენტო;

კ) საქგეოლექსპერტიზა;

ლ) საქტყეპროექტი;

მ) ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი;

ნ) აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალი;

ო) კინტრიშის სახელმწიფო ნაკრძალი;

პ) ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალი;

ჟ) საგურამოს სახელმწიფო ნაკრძალი;

რ) სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი;

ს) ყაზბეგის სახელმწიფო ნაკრძალი;

ტ) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი და აღკვეთილი;

უ) გარდაბნის სახელმწიფო აღკვეთილი;

ფ) ყორუღის სახელმწიფო აღკვეთილი;

ქ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი;

ღ) ივრის სახელმწიფო აღკვეთილი;

ყ) კაცობურის სახელმწიფო აღკვეთილი;

შ) ჭაჭუნის სახელმწიფო აღკვეთილი;

ჩ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი და ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი;

ც) კოლხეთის ეროვნული პარკი;

ძ) ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალი;

წ) რიწის სახელმწიფო ნაკრძალი;

ჭ) გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალი;

ხ) თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი და თუშეთის ეროვნული პარკი;

ჯ) ბაწარის სახელმწიფო ნაკრძალი, ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი და ილტოს აღკვეთილი;

ჰ) ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი და ლაგოდეხის აღკვეთილი;

ჰ.ა) ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი და ვაშლოვანის ეროვნული პარკი;

ჰ.ბ) საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს მონიტორინგის სამსახური;

ჰ.გ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედებისა და რადიოლოკაციური უზრუნველყოფის სამსახური;

ჰ.დ) სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრი;

ჰ.ე) იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი თევზის სახეობათა აღწარმოების ცენტრი;

ჰ.ვ) გარემოს დაცვის ლაბორატორია;

ჰ.ზ) შავი ზღვის ეკოლოგიისა და თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;

ჰ.თ) გარემოს დაცვის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;

ჰ.ი) საქსახმიწპროექტი;

ჰ.კ) დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრი;

ჰ.ლ) სატყეო სექტორის განვითარების ცენტრი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი   ზ. ჟვანია