დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ

მიღების თარიღი 23.06.2015
ძალაში შესვლა 01.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/63
სარეგისტრაციო კოდი 450190000.22.054.016187
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,440 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.06.2015 მიღება
01.07.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურს შორის საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით     გიორგი თაბუაშვილი გენერალური დირექტორი 88% 29.09.2015 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 21.10.2014 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85% 20.09.2022 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85% 21.10.2014 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 85% 11.04.2019

დოკუმენტის ტექსტი

დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/63 2015 წლის 23 ივნისი ქ. თბილისი დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს დებულება „კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ“ . მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიმიხეილ გიორგაძე დებულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის გაცემისა და მასზე გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესის შესახებ მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. კულტურული ფასეულობის საქართველოს საბაჟო და სახელმწიფო საზღვარზე გატანის საფუძველს წარმოადგენს კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობა, რომელიც გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“  საქართველოს კანონებისა და მტკიცდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ. 2. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობა არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც ამ ფასეულობის ორიგინალობის ან მისი ავტორობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. 3. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობას გასცემს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო (შემდგომში-ეროვნული საგენტო). 4. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სპეციალური მრგვალი ბეჭდისა და სწორკუთხა ბეჭდის ნიმუშებს ამტკიცებს ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი. მუხლი 2🔗. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანაზე ან დროებით გატანაზე სანებართვო მოწმობის გაცემა 1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობის გაცემის საფუძველს წარმოადგენს ფიზიკური ან იურიდიული პირის წერილობითი განცხადება, რომელიც წარედგინება ეროვნულ სააგენტოს. 2.    სანებართვო მოწმობის მოთხოვნის შესახებ განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: ა) გასატანი კულტურული ფასეულობის 3 ფერადი ფოტოსურათი (ზომით 9x13 სმ); ბ) კულტურული ფასეულობის გამტანი  პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ქსეროასლი; გ) ბეჭდური გამოცემის  შემთხვევაში განაცხადს თან უნდა ერთვოდეს ბეჭდური გამოცემის სატიტულო გვერდის ქსეროასლი; დ) კულტურული ფასეულობების სიმრავლის შემთხვევაში, განაცხადს თან უნდა ერთვოდეს  ჩამონათვალი (2 ეგზ.); ე) იმ შემთხვევაში, თუ ფოტოსურათით შეუძლებელია კულტურული ფასეულობის  შესრულების პერიოდის, მასალის ან  იდენტიფიკაციისათვის საჭირო სხვა მონაცემების დადგენა, განმცხადებელი ვალდებულია ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, გასატანი კულტურული ფასეულობა წარადგინოს ეროვნულ სააგენტოში. 3. განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია რეგისტრირდება ეროვნული სააგენტოს კანცელარიაში. 4. თუ განცხადებაში მითითებული კულტურული ფასეულობა განეკუთვნება  თანამედროვე სუვენირული ხასიათის ნაკეთობას, აგრეთვე სერიული და მასობრივი წარმოების კულტურული დანიშნულების ნივთს, განმცხადებელს წერილობით უნდა ეცნობოს, რომ მის მიერ განცხადებული ნივთი არ საჭიროებს გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობას. 5. სანებართვო მოწმობა მტკიცდება სპეციალური მრგვალი ბეჭდით. 6.საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობების სიმრავლის შემთხვევაში, სანებართვო მოწმობას ერთვის კულტურული ფასეულობების ჩამონათვალი, დამოწმებული სპეციალური მრგვალი ბეჭდით, ასევე გასატანი კულტურული ფასეულობის ფოტოსურათი(ები), დამოწმებული სწორკუთხა ბეჭდით, რომელსაც ხელს აწერს ეროვნული სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი თანამშრომელი; 7.ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით, განმცხადებელი ვალდებულია წარადგინოს კულტურული ფასეულობა ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს  მოძრავი ძეგლებისა და კულტურულ ფასეულობათა სექციის (შემდგომში-სექცია) სხდომაზე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის   შესწავლისას (დათვალიერებისას) აღმოჩნდა, რომ: ა) ფასეულობას მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი; ბ) კულტურული ფასეულობა წარმოადგენს ამ დებულების მე-5 მუხლით გათვალისწინებულ კულტურულ ფასეულობას. 8. სექციაზე კულტურული ფასეულობის წარდგენის ვალდებულების შესახებ განმცხდებელს უნდა ეცნობოს განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა. 9. იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში განმცხადებელი  სექციის სხდომაზე წარსადგენად არ წარმოადგენს კულტურულ ფასეულობას, ეროვნული სააგენტოს  შესაბამისი სტრუქტურული ერთეული იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ, რის შესახებაც გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს. 10. ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს  მოძრავი ძეგლებისა და კულტურულ ფასეულობათა სექცია ვიზუალური შესწავლის შედეგად  შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღნიშნული კულტურული ფასეულობის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანისა ან დროებით გატანის მიზანშეწონილობის შესახებ. 11. სექციის რეკომენდაცია ოქმის სახით გადაეცემა შესაბამის სტუქტურულ ერთეულს. 12. თუ სექციის რეკომენდაციის თანახმად, წარდგენილი კულტურული ფასეულობა საჭიროებს სპეციალურ შესწავლას, რეკომენდაციის გადაცემიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა, ეროვნული სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სანებართვო მოწმობის გაცემის ვადის არაუმეტეს 3 თვით გახანგრძლივების შესახებ. 13. ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს  მოძრავი ძეგლებისა და კულტურულ ფასეულობათა სექცია იკრიბება საჭიროებისამებრ. 14. თანამედროვე კულტურული ფასეულობის გატანაზე ეროვნული სააგენტო გადაწყვეტილებას იღებს განცხადების შეტანიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 3🔗. კულტურული ფასეულობის საქართველოდან საგამოფენოდ ან სხვა ღონისძიებისათვის  დროებით გატანის სანებართვო მოწმობის გაცემის წესი 1. კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანას სამუზეუმო, საარქივო, საბიბლიოთეკო დაწესებულებები, ფიზიკური და იურიდიული პირები ახორციელებენ შემდეგი მიზნებისათვის: ა) გამოფენის ორგანიზება; ბ) სარესტავრაციო და სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩატარება; გ) საკონცერტო, თეატრალური ან სხვა სახის სამსახიობო საქმიანობა; დ) სხვა შემთხვევაში, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება ამ კანონსა და საქართველოს კანონმდებლობას. 2 საქართველოს სახელმწიფო სამუზეუმო ფონდის, არქივის, ბიბლიოთეკის, კულტურული ფასეულობის საცავის სხვა სახელმწიფო დაწესებულების, აგრეთვე სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და სხვა პირების მიერ კულტურული მემკვიდრეობის მოძრავ ძეგლს ან კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე სანებართვო მოწმობის მისაღებად წარდგენილ განცხადებას უნდა ერთვოდეს: ა) მიმღებ მხარესთან დადებული ხელშეკრულება კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის მიზნებისა და პირობების შესახებ; ბ) დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ სადაზღვევო რისკის ყველა შემთხვევის უზრუნველყოფას, კომერციული დაზღვევა ან დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს მიმღები მხარის მიერ ყველა სხვა რისკის ფინანსურ უზრუნველყოფას სახელმწიფო გარანტიით; გ) მიმღები მხარისა და სახელმწიფოს დოკუმენტურად დამოწმებული გარანტიები საქართველოდან დროებით გატანილი კულტურული ფასეულობის დაცვისა და საქართველოში დაბრუნების შესახებ; 3. ამ მუხლში მითითებული დროებით გასატანი კულტურული ფასეულობების საქართველოდან გატანის საკითხს იხილავს ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს მოძრავი ძეგლებისა და კულტურულ ფასეულობათა სექცია. 4. კულტურის მოძრავ ძეგლს ან კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ობიექტს მიკუთვნებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანაზე სანებართვო მოწმობის მისაღებ განცხადებაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ: ა) განმცხადებელს არ შეუძლია კანონით დადგენილი წესით წარადგინოს კულტურული ფასეულობის საქართველოში შემოტანის (დაბრუნების) გარანტიები; ბ) გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის მდგომარეობა არ იძლევა შენახვის პირობების შეცვლის შესაძლებლობას, ან თუ ასეთი შეცვლა გამოიწვევს მისი ხარისხობრივი მდგომარეობის გაუარესებას ნებისმიერი სახით; გ) გაურკვეველია გასატანად განცხადებული კულტურული ფასეულობის მესაკუთრე ან თუ იგი წარმოადგენს მასზე საკუთრების უფლების მოპოვებაზე დავის საგანს; დ) გასატან ქვეყანაში უახლოეს წარსულში მოხდა, ხდება ან მოსალოდნელია სტიქიური უბედურება ან შეიარაღებული კონფლიქტი, ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის დროებით გასატანი კულტურული ფასეულობის დაცვას; ე) საქართველოს არ გააჩნია დიპლომატიური ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, სადაც აპირებენ კულტურული ფასეულობის გატანას. 5 ამ მუხლში მითითებული კულტურული ფასეულობის საქართველოდან დროებით გატანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული სააგენტო, განცხადების შეტანიდან არაუგვინეს 20 სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 4🔗. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოწმობის გაცემაზე გაწეული მომსახურების ანაზღაურება 1. კულტურული ფასეულობის საზღვარგარეთ გატანის ან დროებით გატანის სანებართვო მოსაკრებელი შეადგენს 14 ლარს. 2. სანებართვო მოწმობის გაცემაზე გაწეული მომსახურების ანაზღაურებისაგან თავისუფლდებიან „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. მუხლი 5🔗. კულტურული ფასეულობების ჩამონათვალი, რომელთა გატანისა და დროებით გატანის საკითხს იხილავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს მოძრავი ძეგლებისა და კულტურულ ფასეულობათა სექცია 1. კულტურული ფასეულობები, რომელიც ექვემდებარება სექციის განხილვას: ა) არქიტექტურული, ისტორიული და მონუმენტური ხელოვნების ძეგლების შემადგენელი ნაწილები და მათი ფრაგმენტები, თუ მათი ასაკი 100 წელს აღემატება; ბ) მხატვრული მნიშვნელობის მქონე ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოებები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება; გ) გამოჩენილი გარდაცვლილი ხელოვანების მხატვრული მნიშვნელობის მქონე ნაწარმოებები; დ) ხატები და საკულტო დანიშნულების ნივთები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება; ე) ხელით შესრულებული მოზაიკა, ნახატები, ორიგინალური გრავიურები, ოფორტები, ანაბეჭდები, მათი შესაბამისი ლითოგრაფიული მატრიცები და ორიგინალური პლაკატები, თუ მათი ასაკი 70წელს აღემატება; ვ) ქანდაკებების ორიგინალები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება; ზ) ნებისმიერი პერიოდის არქივები და საარქივო დოკუმენტები, ნებისმიერი სახის, ნებისმიერ მატარებელზე; თ) ფოტო, ფონო, კინომასალები და მათი ნეგატივები, თუ მათი ასაკი 100 წელს აღემატება; ი) ინკუნაბულები,  ხელნაწერები,სიგელები, გუჯრები, სანოტო მასალა რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება და აქვთ ისტორიული, მხატვრული და სამეცნიერო ღირებულება; კ) წიგნები და სხვა ბეჭდური გამოცემები, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება ან გამოცემულია მცირე ტირაჟით; ლ) არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ან კულტურულ ფენებში შემთხვევით აღმოჩენილი ნივთები და მათი ფრაგმენტები; მ) სამეცნიერო   ინტერესის  მქონე კოლექციები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება; ნ) სატრანსპორტო საშუალებები, თუ მათი ასაკი 80 წელს აღემატება; ო)  ისტორიულ მოვლენებთან ან ისტორიულ პირთა მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები; პ) საბრძოლო და საპატიო ჯილდოები, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება ან რაოდენობა შეზღუდულია; ჟ) მხატვრულად გაფორმებული ცივი იარაღის ნიმუშები, თუ მათი ასაკი 100 წელს აღემატება; რ) მხატვრულად გაფორმებული ცეცხლსასროლი იარაღის ნიმუშები, თუ მათი ასაკი 70 წელს აღემატება; ს) ხელით ნაქსოვი სახალიჩო ნაწარმი და გობელენები, თუ მათი ასაკი 80 წელს აღემატება; ტ) ხელით დამზადებული ხემიანი მუსიკალური ინსტრუმენტები,  რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება; უ) კლავიშებიანი მუსიკალური ინსტრუმენტები,  რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება; ფ) მხატვრულად გაფორმებული ხალხური საკრავები, რომელთა ასაკი 100 წელს აღემატება; ქ) 100 წელზე მეტი ხნის წარწერა, ბეჭედი, იშვიათი მონეტები, საბანკო ბილეთები და ბანკნოტები; ღ) მიმოქცევიდან ამოღებული იშვიათი საფოსტო ნიშნები; ყ) სხვა გადაადგილებადი ნივთები, რომლებსაც აქვთ ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო ან სხვა ღირებულება, მათ შორის, ისტორიული მნიშვნელობის მქონე არქიტექტურული ნახაზები, სახვითი ხელოვნების ნიმუშების ასლები, თუ მათი ასაკი 80 წელს აღემატება; შ) სხვა ნებისმიერი ანტიკვარული ნივთი, მათ შორის ეთნოგრაფიული მასალა, თუ  მისი ასაკი 100 წელს აღემატება (გარდა სერიული ნაწარმისა): •    სათამაშოები •    საიუველირო ნაკეთობები ძვირფასი ლითონებისაგან •    ავეჯი და ინტერიერის სხვა საგნები •    ოპტიკური ხელსაწყოები, ფოტოგრაფიული ან კინემატოგრაფიული აპარატები •    ნებისმიერი სახის საათები •    ხის ნაკეთობები •    კერამიკა •    დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები.