საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 24.06.2015
ძალაში შესვლა 01.07.2015
ძალის დაკარგვა 06.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №44
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016458
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 434 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.06.2015 მიღება
01.07.2015 ძალაში შესვლა
06.02.2018 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №44 2015 წლის 24 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის  შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 1.პროტოკოლის სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის  დადგენილია  შემდეგი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობების განხრით); ბ) მუშაობის  არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება,  მათ შორის, პროტოკოლის მიმართულებით; გ) უპირატესობა ენიჭება მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიან  გამოცდილებას; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ვ) ტრენინგებში,  კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია). 2. პროტოკოლის სამსახურის  უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის  დადგენილია   შემდეგი  საკონკურსო  თემატიკა:  ა)   საქართველოს კონსტიტუცია; ბ)  საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი"; გ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ)   საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი“; ე)  საქართველოს კანონი „ პერსონალურ მონაცემთა  დაცვის შესახებ’’; ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"; ზ) „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილება; თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება; ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  ბრძანება. მუხლი 2🔗 1. პროტოკოლის სამსახურის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატისათვის  დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის  არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება პროტოკოლის მიმართულებით,  უპირატესობა ენიჭება ამ განხრით საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას; გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა; დ) ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია). 2. პროტოკოლის სამსახურის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატისათვის  დადგენილია შემდეგი  საკონკურსო  თემატიკა: ა)   საქართველოს კონსტიტუცია; ბ)  საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი  „საჯარო სამსახურის შესახებ“; დ)   საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული  კოდექსი“; ე)  საქართველოს კანონი „ პერსონალურ მონაცემთა  დაცვის შესახებ’’; ვ) „სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №176 დადგენილება; ზ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის N275 დადგენილება; თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  ბრძანება.