საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
25.06.2015 ძალადაკარგული 05.02.2018
ნომერი
№59
სარეგისტრაციო კოდი
010340020.22.038.016474
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (13 მუხლი)
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №59

2015 წლის 25 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ დევდარიანი



საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულება

 

თავი I
ზოგადი დებულება

მუხლი 1
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის  სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პროტოკოლის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

 

მუხლი 2
სამსახური არის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3
სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4
სამსახური თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 5
სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 6
სამსახურის ადგილსამყოფელია  ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. №3.

თავი II
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 7
სამსახურის ამოცანაა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-საპროტოკოლო უზრუნველყოფა.
მუხლი 8
სამსახურის ფუნქციებია:

ა) მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების განხორციელება;

ბ) მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა;

გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრთან,  მინისტრის პირველ მოადგილესთან და  მინისტრის მოადგილეებთან;

დ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება);

ე) მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში, სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;

ზ) სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურეთა სავიზო მომსახურების ორგანიზება;

თ) სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების (დოკუმენტების) თარგმნით უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროში შემოსული ან/და დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნისა და ბეჭდით დამოწმების უზრუნველყოფა;

კ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა ჩართვა საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში;

ლ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მიერ გასამართი თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ოქმის წარმოება;

მ) სამინისტროს მიერ გასამართი ოფიციალური ღონისძიებებისა და მსგავსი ტიპის აქტივობების ორგანიზება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანაშრომლობით;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და შესაბამისი სამსახურების, ასევე საქართველოს პარლამენტის პროტოკოლის სამსახურებთან, სხვა ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ სხვა ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;

ო) საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.


თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები

მუხლი 9
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე;

ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) ზედამხედველობს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამსახურის უფროსის არყოფნისას სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს  მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი სამსახურის ერთ-ერთი მრჩეველი.

მუხლი 10
1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევიან მრჩევლები.

2. სამსახურის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

 

მუხლი 11
სამსახურის მრჩეველი:

ა) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიებებს;

ბ) მონაწილეობს მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში;

გ) ორგანიზებას უწევს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრებს მინისტრთან, მინისტრის პირველ მოადგილესა და მინისტრის მოადგილეებთან;

დ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებს (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება);

ე) ორგანიზებას უწევს მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენას სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვას, სტუმრების მიღება-გაცილებას (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს;

ვ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით;

ზ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს მოსამსახურეთა სავიზო მომსახურებას სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში;

თ) უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების (დოკუმენტების) თარგმნას;

ი) უზრუნველყოფს სამინისტროში შემოსული ან/და დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნასა და ბეჭდით დამოწმებას;

კ) საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებას უწევს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა ჩართვას საპროტოკოლო ღონისძიებებში;

ლ) ორგანიზებას უწევს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მიერ გასამართ თათბირებსა და სამუშაო შეხვედრებს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს ოქმს;

მ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანაშრომლობით, ორგანიზებას უწევს სამინისტროს მიერ გასამართ ოფიციალურ ღონისძიებებსა და მსგავსი ტიპის აქტივობებს;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და შესაბამისი სამსახურების, ასევე საქართველოს პარლამენტის პროტოკოლის სამსახურებთან, სხვა ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ სხვა ქვეყნების საელჩოებთან;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.



საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1🔗

დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის თანდართული დებულება.

მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ დევდარიანი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულება
თავი I

ზოგადი დებულება

მუხლი 1🔗

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის  სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პროტოკოლის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2

სამსახური არის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

მუხლი 3🔗

სამსახური თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 4🔗

სამსახური თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

მუხლი 5🔗

სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6

სამსახურის ადგილსამყოფელია  ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. №3.თავი II

სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 7🔗

სამსახურის ამოცანაა სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული საორგანიზაციო-საპროტოკოლო უზრუნველყოფა.

მუხლი 8🔗

სამსახურის ფუნქციებია:
ა) მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების განხორციელება;

ბ) მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა;

გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრთან,  მინისტრის პირველ მოადგილესთან და  მინისტრის მოადგილეებთან;

დ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება);

ე) მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში, სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;

ზ) სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურეთა სავიზო მომსახურების ორგანიზება;

თ) სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების (დოკუმენტების) თარგმნით უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროში შემოსული ან/და დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნისა და ბეჭდით დამოწმების უზრუნველყოფა;

კ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა ჩართვა საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში;

ლ) მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მიერ გასამართი თათბირებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ოქმის წარმოება;

მ) სამინისტროს მიერ გასამართი ოფიციალური ღონისძიებებისა და მსგავსი ტიპის აქტივობების ორგანიზება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანაშრომლობით;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და შესაბამისი სამსახურების, ასევე საქართველოს პარლამენტის პროტოკოლის სამსახურებთან, სხვა ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ სხვა ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;

ო) საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.


თავი III

სამსახურის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები

მუხლი 9🔗

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

3. სამსახურის უფროსი:

ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე;

ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;

დ) ზედამხედველობს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

ე) ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. სამსახურის უფროსის არყოფნისას სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს  მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი სამსახურის ერთ-ერთი მრჩეველი.

მუხლი 10
1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევიან მრჩევლები.
2. სამსახურის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

მუხლი 11
სამსახურის მრჩეველი:
ა) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიებებს;

ბ) მონაწილეობს მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში;

გ) ორგანიზებას უწევს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრებს მინისტრთან, მინისტრის პირველ მოადგილესა და მინისტრის მოადგილეებთან;

დ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებს (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება);

ე) ორგანიზებას უწევს მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენას სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვას, სტუმრების მიღება-გაცილებას (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს;

ვ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით;

ზ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს მოსამსახურეთა სავიზო მომსახურებას სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში;

თ) უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების (დოკუმენტების) თარგმნას;

ი) უზრუნველყოფს სამინისტროში შემოსული ან/და დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნასა და ბეჭდით დამოწმებას;

კ) საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებას უწევს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა ჩართვას საპროტოკოლო ღონისძიებებში;

ლ) ორგანიზებას უწევს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეების მიერ გასამართ თათბირებსა და სამუშაო შეხვედრებს, აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, აწარმოებს ოქმს;

მ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანაშრომლობით, ორგანიზებას უწევს სამინისტროს მიერ გასამართ ოფიციალურ ღონისძიებებსა და მსგავსი ტიპის აქტივობებს;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და შესაბამისი სამსახურების, ასევე საქართველოს პარლამენტის პროტოკოლის სამსახურებთან, სხვა ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ სხვა ქვეყნების საელჩოებთან;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.02.2018.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №59. სარეგისტრაციო კოდი — 010340020.22.038.016474.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.02.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 13 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.02.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №59, 25.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016474 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2883886/