„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010340020.22.038.016921
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №15

2018 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №59 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პროტოკოლის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ივნისის №59 ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 26/06/2015, 010340020.22.038.016474) შეტანილ იქნეს ცვლილება და  ბრძანებით დამტკიცებული დებულების:

1. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8

1. სამსახურის ფუნქციებია:

ა) მინისტრისა და მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების განხორციელება;

ბ) მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობა;

გ) საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრების ორგანიზება მინისტრთან,  მინისტრის პირველ მოადგილესთან და  მინისტრის მოადგილეებთან;

დ) სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფიციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება);

ე) მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმრების მიღება-გაცილება (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ორგანიზება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში, სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეებს სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფა;

ზ) სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს მოსამსახურეთა სავიზო მომსახურების ორგანიზება;

თ) სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების (დოკუმენტების) თარგმნით უზრუნველყოფა;

ი) სამინისტროში შემოსული ან/და დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნისა და ბეჭდით დამოწმების უზრუნველყოფა;

კ) საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა ჩართვა საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში;

ლ) სამინისტროს მიერ გასამართი ოფიციალური ღონისძიებებისა და მსგავსი ტიპის აქტივობების ორგანიზება შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანაშრომლობით;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და შესაბამისი სამსახურების, ასევე საქართველოს პარლამენტის პროტოკოლის სამსახურებთან, სხვა ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ სხვა ქვეყნების საელჩოებთან თანამშრომლობა;

ნ) საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დაკისრებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. სამსახურის მოსამსახურეები, გარდა სამსახურის უფროსისა, სამსახურებრივ საქმიანობას ძირითადად ახორციელებენ პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით.“.

2. მე-9 მუხლს მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სამსახურის უფროსის არყოფნისას სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს  მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი სამსახურის ერთ-ერთი მოსამსახურე.“.

3. მე-10 მუხლს პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახურში საჯარო სამსახურს ეწევიან წამყვანი სპეციალისტები.“.

4. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 11

სამსახურის წამყვანი სპეციალისტი:

ა) ახორციელებს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეებისათვის უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიებებს;

ბ) მონაწილეობს მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების საქართველოში ვიზიტების მომზადებაში;

გ) ორგანიზებას უწევს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების (ელჩების), საერთაშორისო ორგანიზაციათა ხელმძღვანელებისა და მათ წარმომადგენელთა შეხვედრებს მინისტრთან, მინისტრის პირველ მოადგილესა და მინისტრის მოადგილეებთან;

დ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით საზღვარგარეთის ქვეყნებში მინისტრისა და მინისტრის თანმხლები დელეგაციის წევრების ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებს (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება);

ე) ორგანიზებას უწევს მინისტრის მოწვევით სხვა ქვეყნების შესაბამისი დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენას სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვას, სტუმრების მიღება-გაცილებას (მათ შორის, ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს;

ვ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსილ მოსამსახურეთა სამსახურებრივი პასპორტებით;

ზ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს მოსამსახურეთა სავიზო მომსახურებას სამსახურებრივი საჭიროების შემთხვევაში;

თ) უზრუნველყოფს სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრების (დოკუმენტების) თარგმნას;

ი) უზრუნველყოფს სამინისტროში შემოსული ან/და დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნასა და ბეჭდით დამოწმებას;

კ) საჭიროების შემთხვევაში, ორგანიზებას უწევს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სისტემაში შემავალი დაწესებულებების მოსამსახურეთა ჩართვას საპროტოკოლო ღონისძიებებში;

ლ) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანაშრომლობით, ორგანიზებას უწევს სამინისტროს მიერ გასამართ ოფიციალურ ღონისძიებებსა და მსგავსი ტიპის აქტივობებს;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, სამინისტროებისა და შესაბამისი სამსახურების, ასევე საქართველოს პარლამენტის პროტოკოლის სამსახურებთან, სხვა ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და, ასევე, საქართველოში აკრედიტებულ სხვა ქვეყნების საელჩოებთან;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობებით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2018 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი