შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 04.07.2013
ძალაში შესვლა 18.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №12/9
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016335
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/06/2015
matsne.gov.ge 533 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.07.2013 მიღება
18.06.2015 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 16.07.2013 საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 27.01.2015 „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 89% 15.12.2014 „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ბულგარეთის რესპუბლიკის გარემოსა და წყლის სამინისტროს შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 88% 19.07.2016

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „მხარეებად” წოდებულნი, სურთ რა საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი ხელშეწყობა, აცნობიერებენ რა ტურიზმის მნიშვნელობას ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისათვის, ასევე ორივე ქვეყნის ცხოვრების, ისტორიის და კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად გაგებისათვის, აღიარებენ რა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნის მნიშვნელობას, შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 1.    მხარეები ეცდებიან ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას და განვითარებას ორივე ქვეყნის ისტორიის და კულტურის უკეთესად გაგების ხელშეწყობის მიზნით. 2.   ტურიზმის სფეროში, წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებულ თანამშრომლობას, მხარეები ახორციელებენ ამ შეთანხმების, მათი სახელმწიფოების ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის, საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპებისა და ნორმების და იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა დაცვით, რომლის მონაწილე მხარეებსაც წარმოადგენენ საქართველო და სერბეთის რესპუბლიკა. მუხლი 2🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოსა და სერბეთის რესპუბლიკის იმ მეწარმეებს და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის დაწყებას და განვითარებას, რომლებიც მონაწილეობენ ტურიზმის განვითარებაში, ახორციელებენ ინვესტიციებს მოცემულ სფეროში და აწარმოებენ ერთობლივ საქმიანობას. მუხლი 3🔗 მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი საქმიანობის მეშვეობით: a)  ორგანიზებული ჯგუფური და ინდივიდუალური ტურიზმის წახალისებით ორ ქვეყანას შორის; b) ერთობლივი საქმიანობისა და პროექტების მხარდაჭერით; c)  ექსპერტების გაცვლით; d) ინფორმაციის გავლით; e) ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობით. მუხლი 4🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის გაცვლას შემდეგ სფეროებში: a) ტურიზმის სტატისტიკა; b) საგანმანათლებლო პროგრამები, კონფერენციები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები  ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში; c)  წამახალისებელი ღონისძიებები; d) საინვესტიციო შესაძლებლობები; e) ტურიზმის ტენდენციები და სიახლეები; f)  ტურიზმის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტები. მუხლი 5🔗 მხარეები ხელს შეუწყობენ ურთიერთანამშრომლობას საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის და ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში სპეციალიზებული სტუდენტების, ექსპერტებისა და მეცნიერების ურთიერთგაცვლას. მუხლი 6🔗 1. მხარეები შექმნიან შერეულ კომისიას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ამ შეთანხმების დებულებების სათანადოდ განხორციელებაზე და ეცდება ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მისი განხორციელებისას. 2. შერეული კომისიის წევრები იქნებიან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებსაც დანიშნავენ მხარეები. 3. შერეული კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართება ამ შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი თვის განმავლობაში. 4. პირველი შეხვედრისას შერეული კომისია შეიმუშავებს დებულებებს, რომლებითაც განისაზღვრება მისი საქმიანობის მარეგულირებელი პროცედურები. 5.  თითოეული მხარის წარმომადგენელი თავმჯდომარეობას გაუწევს კომისიას. 6. შერეული კომისიის შეხვედრები გაიმართება საჭიროებისამებრ, რომელიმე მხარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, მონაცვლეობით, საქართველოში და სერბეთის რესპუბლიკაში. 7.  შეთანხმების განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, მხარეთა შორის წარმოშობილი დავის შერეული კომისიის მიერ მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკების გზით. მუხლი 7🔗 ამ შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-8 მუხლის თანახმად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მუხლი 8🔗 1. ეს შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის გასვლის შემდეგ. 2.  ეს შეთანხმება იდება 5 (ხუთი) წლის ვადით. შეთანხმების მოქმედების ვადა ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო 5 (ხუთ) წლიანი პერიოდებით. თუ რომელიმე მხარემ, მორიგი ხუთწლიანი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე, წერილობით არ განაცხადა თავისი განზრახვის შესახებ შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება. შესრულებულია 2013 წლის 4  ივლისს, ქ. ბელგრადში, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სერბულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. მხარეთა მიერ ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით დავით ბაქრაძე  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სერბეთის რესპუბლიკაში სერბეთის  რესპუბლიკის მთავრობის სახელით დოქტორი გორან პეტკოვიჩ სერბეთის რესპუბლიკის ფინანთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი