„საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№22-47
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016730
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/05/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

საქართველოს მთავრობა და თურქმენეთის მთავრობას, შემდგომში „მხარეებად“ წოდებულნი,

საქართველოსა და თურქმენეთის ხალხებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებისა და გაძლიერების მიზნით,

აცნობიერებენ რა ტურიზმის მნიშვნელობას ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებისათვის, ასევე ორივე ქვეყნის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის უკეთესად გაგებისათვის,

აღიარებენ რა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისათვის სამართლებრივი საფუძვლის შექმნის აუცილებლობას,

შეთანხმდნენ შემდეგზე:

მუხლი 1

მხარეები გააძლიერებენ და განავითარებენ თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში ორივე ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და იმ საერთაშორისო შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესაბამისად, რომელთა მონაწილესაც ორივე მხარე წარმოადგენს.

მუხლი 2

მხარეები წაახალისებენ ტურიზმის სფეროს მარეგულირებელ სახელმწიფო ორგანოებს შორის და, აგრეთვე, ამ სფეროს განვითარებაში მონაწილე სხვა ტურისტულ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობას.

მუხლი 3

წინამდებარე შეთანხმების მე-2 მუხლში მოხსენიებული თანამშრომლობა უნდა განხორციელდეს:

  • ინდივიდუალური ტურიზმის წახალისებითა და ორგანიზებული ჯგუფების გაცვლით;
  • ტურიზმის სფეროში ერთობლივი პროექტების განხორციელების ხელშეწყობით;
  • ექსპერტების გაცვლით;
  • ტურიზმის სფეროსა და სასტუმრო სექტორში კადრების მომზადების ხელშეწყობით.
  • მუხლი 4

    მხარეები ხელს შეუწყობენ ინფორმაციის გაცვლას თავიანთი სახელმწიფოების ტურისტული ინდუსტრიის განვითარების შესახებ, ასევე ინფორმაციის სარეკლამო კომპანიების, კონფერენციების, სემინარების ჩატარების, გამოფენებისა და ბაზრობების ორგანიზების შესახებ.

    მუხლი 5

    მხარეები ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, ასევე ტურიზმის სფეროსა და სასტუმრო სექტორში სპეციალიზირებული სტუდენტებისა და ექსპერტების გაცვლას.

    მუხლი 6

    წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებისას ან გამოყენებისას წარმოშობილი უთანხმოების შემთხვევაში, მხარეებს შორის უთანხოება გადაწყვეტილ იქნება კონსულტაციებისა და მოლაპარაკების გზით.

    მუხლი 7

    წინამდებარე შეთანხმებაში, თითოეული მხარის ინიციატივითა და მხარეთა ურთიერთთანხმობით, შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები ოქმების სახით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. მოცემული ოქმები ძალაში შევა წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

    მუხლი 8

    1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30-ე დღეს.

    2. წინამდებარე შეთანხმება ფორმდება 5 (ხუთი) წლის ვადით და ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, სანამ რომელიმე მხარე შეთანხმების მოქმედების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 6 თვით ადრე, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას ამ შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ.

    3. წინამდებარე შეთანხმების მოქმედების შეწყვეტა ხელს არ შეუშლის მისი მოქმედების პერიოდში გაფორმებული ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

     

    ხელმოწერილია ქ. აშხაბადში, 2014 წლის 15 დეკემბერს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქმენულ და რუსულ ენებზე, ამასთან ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა.

    წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებული უთანხმოების წამოჭრის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.

     

    საქართველოს მთავრობის

    სახელით

    თურქმენეთის მთავრობის

    სახელით