საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის დარგში 2015-2018 წლებში თანამშრომლობის პროგრამა

მიღების თარიღი 08.06.2015
ძალაში შესვლა 08.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №31/23
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016337
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/06/2015
matsne.gov.ge 1,240 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.06.2015 მიღება
08.06.2015 ძალაში შესვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების, მასმედიის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 87% 27.02.2015 „საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყაზახეთის რესპუბლიკის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს შორის უმაღლესი და დიპლომისშემდგომი განათლების და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 86% 06.02.2025 „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85% 13.09.2022 დოქტორანტურის ერთობლივი, სტრუქტურირებული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისათვის სსიპ - შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის ფოლკსვაგენის ფონდის ერთობლივი საგრანტო კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 06.10.2017 საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამეცნიერო-კულტურული და ტექნოლოგიური თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმების აღმასრულებელი პროგრამა(2016-2020 წლები) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 85%

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის დარგში 2015-2018 წლებში თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის განათლების, მეცნიერების, სპორტისა და ახალგაზრდობის დარგში 2015-2018 წლებში თანამშრომლობის პროგრამა საქართველოს მთავრობა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობა (შემდგომში, „მხარეები”), ამოძრავებთ რა სურვილი განამტკიცონ მეგობრული ურთიერთობები  და ხელი შეუწყონ გაცვლებს განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, რაც ეფუძნება საქართველოსა და ისრაელის  სახელმწიფოს შორის კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში 1995 წლის 19 ივნისს იერუსალიმში დადებულ ხელშეკრულებას,  შეთანხმდნენ 2015-2018 წლებისთვის თანამშრომლობის  შემდეგ პროგრამაზე. ორივე მხარე დარწმუნებულია, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს  ურთიერთობების გაღრმავებასა და (განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის) ორი ქვეყნის ხალხთა კულტურასა  და ისტორიაში ცოდნის  ამაღლებას, და თანხმდებიან გააღრმავონ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთგაგებისა და მეგობრობის ხელშეწყობისა და განმტკიცებისთვის. თანამშრომლობის სფეროები 1. განათლება 1) მხარეები ხელს შეუწყობენ განათლების სხვადასხვა ასპექტში ინფორმაციისა და კონსტრუქციული კონტაქტების   გაცვლას ორ ქვეყანას შორის. 2)  მხარეები ხელს  შეუწყობენ  ორი ქვეყნის საგანმანათლებლო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის განვითარებას. 3) მხარეები, თავიანთი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში, ხელს შეუწყობენ ინფორმაციის, გამოცდილების, დოკუმენტაციისა და ექსპერტების  გაცვლას შემდეგ სფეროებში: ა) ორივე ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა; ბ) მასწავლებელთა ტრენინგი და სიცოცხლის მანძილზე ტრენინგი მასწავლებლებისთვის; გ) სკოლის ორგანიზება და მართვა; დ) განათლების რეგულირება (როგორიც არის სერვისის რეგულირებები მასწავლებელთათვის); ე) სპეციალური საჭიროების განათლება; ვ) დეცენტრალიზაცია და სკოლის ავტონომია; ზ) სამოქალაქო განათლება; თ) ნიჭიერ ბავშვთა განათლება; ი) უმცირესობათა ჯგუფების კულტურული ინტეგრაცია; კ) ანტინარკოტიკული პროგრამა (ერთობლივი პროგრამების ჩართვით); ლ) უცხოური ენების სწავლება; მ) პროფესიული განათლება; ნ) არაფორმალური და ფორმალური განათლება; ო) კოლაბორაციული/საერთო სწავლება (ლიტერატურა, კინო და სხვ.); პ) ინკლუზიური განათლება; ჟ) კულტურა და მემკვიდრეობა; რ) მოზარდთა განათლება (სიცოცხლის მანძილზე სწავლება); ს) სამეცნიერო და ტექნოლოგიური განათლება; ტ) ახალგაზრდობის წვლილი საზოგადოებაში; უ) ცხოვრებისეული უნარების განვითარება; ფ) სახელოვნებო განათლება. 4) ისრაელში საგანმანათლებლო სისტემაზე ინფორმაცია, ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ისრაელის სახელმწიფოს განათლების სამინისტროს ვებგვერდზე: www.education.gov.il. საქართველოს საგანმანათლებლო სისტემაზე ინფორმაციის მოპოვება შესაძლებელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე: www.mes.gov.ge. 5)  მხარეები იხმარენ ძალისხმევას, რათა წინ აღუდგნენ იმ წიგნების პუბლიკაციებს, რომლებიც ხელს უწყობს რასიზმის, ანტისემიტიზმის და ქსენოფობიის გაღვივებას, რათა თავიდან აიცილონ ზარალი და უარყოფითი სტერეოტიპები. ყოველმა მხარემ საყურადღებო უნდა გახადოს მეორე მხარისთვის მსგავსი პუბლიკაციების აღმოჩენის შემთხვევაში. 6) მხარეები მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, საშუალება მიეცეთ ახალგაზრდებს სკოლაში სწავლის პერიოდში, შეისწავლონ ჰოლოკოსტთან, ტოლერანტობასთან, მშვიდობასთან, გენოციდთან, ანტისემიტიზმთან, ქსენოფობიასთან და ა.შ. დაკავშირებული საკითხები.  ამ მიზნით, მხარეები ხელს შეუწყობენ სკოლაში წამოწყებულ საგანმანათლებლო აქტივობებს, რაც მიზნად ისახავს რასიზმთან და ანტისემიტიზმთან ბრძოლას. 7) მხარეები წაახალისებენ მასწავლებელთა, განსაკუთრებით ისტორიის მასწავლებელთა,  მონაწილეობას ჰოლოკოსტისა და ანტისემიტიზმის ისტორიის კურსში,  რომელიც ორგანიზებულია იერუსალიმში იად ვაშემის ჰოლოკოსტში შეწირულთა და გმირთა ხსოვნის ორგანიზაციის მიერ. ყოველი წლის ივლისში იმართება სამკვირიანი კურსები  ინგლისურენოვანი მონაწილეებისთვის. 8) მხარეები ხელს  შეუწყობენ თავიანთი ქვეყნების ენის, ლიტერატურის, ისტორიის და კულტურის სწავლებას სკოლამდელ, ზოგად და უმაღლეს საგანმანათლებლო ინსტიტუტებში. ამ მიზნით, მიიწვევენ სათანადო ექსპერტებს პარტნიორი ქვეყნიდან  ლექციების წაკითხვის, სემინარების გამართვისა და  სხვა საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარების მიზნით. პირობები, რომლის მეშვეობითაც ექსპერტები გამართავენ თავიანთ აქტივობებს მიმღებ ქვეყანაში, შეჯერდება მხარეების შესაბამის ინსტიტუტებს შორის ან დიპლომატიური არხების მეშვეობით. 9) მხარეები ხელს შეუწყობენ სკოლებს შორის სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობას ინფორმაციისა და კომუნიკაციების ტექნოლოგიების დარგში (ICT). 2. სტიპენდიები 1) ისრაელის მხარე, სამაგისტრო ან კვლევითი პროგრამის სტუდენტებს, რომელთაც სურთ ისწავლონ ისრაელის უნივერსიტეტში, სთავაზობს თანამედროვე ებრაულის შესასწავლ საზაფხულო ენის კურსის გასავლელად ერთწლიან სტიპენდიას და ორ (2) სპეციალიზებულ სტიპენდიას, ერთი (1) აკადემიური წლისათვის (რვა თვე). ინფორმაცია აპლიკანტებისათვის (აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადა, ზღვრული ასაკი, საჭირო დოკუმენტაცია, აპლიკაციის ფორმა, დეტალები გრანტზე  და ა.შ) ხელმისაწვდომია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე http://www.mfa.gov.il და გამოქვეყნდება ყოველწლიურად. 2) საქართველოს მხარე, ისრაელის სახელმწიფოს სტუდენტებს სრული სამაგისტრო პროგრამის გასავლელად, სთავაზობს ყოველწლიურად ერთ (1) სტიპენდიას  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში როგორც ქართულ, ისე უცხოენოვან პროგრამებზე. ინფორმაცია უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და პროგრამების შესახებ განთავსებულია შემდეგ ვებგვერდზე: www.tsu.edu.ge. 3)  ეს სტიპენდიები დამოკიდებულია მხარეთა  ბიუჯეტის ფარგლებზე. 3. თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის 1) მხარეები ხელს შეუწყობენ პუბლიკაციების, ლიტერატურის, საკვლევი მასალის და სხვა ინფორმაციის გაცვლას უმაღლესი განათლების სფეროში. 2) მხარეები წაახალისებენ  აკადემიური პერსონალისა და მეცნიერთა გაცვლას ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე/სემინარებზე. 3)  მხარეები ითანამშრომლობენ, რათა თავიანთი ქვეყნების უნივერსიტეტებში ხელი შეეწყოს მეორე ქვეყნის კულტურის, ენის, თანამედროვე ისტორიის სწავლებას. 4. მეცნიერება 1)  მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირ თანამშრომლობას სამეცნიერო და კვლევით ინსტიტუტებს შორის. ამ თანამშრომლობის არსი  შეთანხმებული უნდა იყოს მხარეთა კომპეტენტურ ინსტიტუტებს შორის. 2) მხარეები ხელს შეუწყობენ მკვლევართა და მეცნიერთა ურთიერთგაცვლას კვლევის, სწავლების, კონსულტაციების და დისკუსიების წარმართვის მიზნით სამეცნიერო სფეროებში. მსგავსი გაცვლების ვადები და პირობები შეთანხმებული უნდა იყოს შესაბამის ინსტიტუტებს შორის ან/ და დიპლომატიური არხების მეშვეობით (საჭიროებისამებრ). 3) მხარეები  წაახალისებენ როგორც საერთო ინტერესის მქონე ერთობლივ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ  კვლევებს და კვლევით და განვითარებად პროექტებს, ასევე  სამეცნიერო  და ტექნიკური  ინფორმაციისა და პუბლიკაციების გაცვლას. 4)  მხარეები წაახალისებენ პირდაპირ თანამშრომლობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და  სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს შორის. 5. ახალგაზრდების გაცვლა 1) მხარეები თანხმდებიან, რომ ახალგაზრდებისა და ახალგაზრდა სრულწლოვანთა გაცვლა  მეტად მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის   ურთიერთობის განვითარებისთვის; ამისათვის ისინი ხელს შეუწყობენ მსგავსი პროგრამების განხორციელებას.  განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება საზოგადოებაში ახალგაზრდობის აქტიურ ჩართულობას, მათ თანმშრომლობას და დაკავშირებას სპეციალური აქტივობების მეშვეობით. 2)  მხარეები მხარს დაუჭერენ  ახალგაზრდობის სფეროში პროფესიონალთა და ექსპერტთა   ორმხრივ პროექტებს. ამ მხრივ, დეტალები შეიძლება განისაზღვროს  ისრაელის ახალგაზრდობის გაცვლით მმართველობით ორგანოსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ. 6. სპორტი მხარეები  ხელს შეუწყობენ თანამშრომლობას სპორტში, უმთავრესად, სპორტული გუნდების, ტრენერების და  ექსპერტების სხვადასხვა სფეროში გაცვლით. დეტალები უნდა დამუშავდეს მხარეთა დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის კონსულტაციების გზით. ზემოაღნიშნული გაცვლის ვადები და პირობები შეთანხმებული უნდა იქნეს მხარეთა დაინტერესებულ ორგანიზაციებს შორის. ზოგადი დებულება 7. ინტელექტუალური საკუთრება 1) ყოველმა მხარემ უნდა უზრუნველყოს ამ პროგრამის ფარგლებში არსებული ინტელექტუალურ საკუთრებას მიკუთვნებული ნებისმიერი სახის  მასალის დაცვის სამართლებრივი საშუალებები, ორივე სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2)  ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, რომლებიც  წარმოიშობა წინამდებარე  პროგრამის ფარგლებში ერთობლივი საქმიანობიდან გამომდინარე, განისაზღვრება ცალკე ხელშეკრულებით, რომელშიც გაიწერება ურთიერთშეთანხმებული დებულებები,  ერთობლივი საქმიანობის დაწყებამდე. 3)  არც ერთი მხარე არ გადასცემს კომერციული ღირებულების მქონე კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც მოპოვებულია პროგრამის განხორციელებისას ნებისმიერი მესამე მხარის მიერ, იმ მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, რომლისგანაც მომდინარეობს ასეთი ინფორმაცია. 8. ფინანსური პირობები 1)  ფინანსური და სხვა პირობები, ისევე როგორც ღონისძიებების გრაფიკი, უნდა შეთანხმდეს ორივე ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების კონსულტაციების საფუძველზე. რომელიმე სპეციალური პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ფინანსური  პირობები გამოყენებული იქნება, სახელდობრ: ა) გამგზავნი მხარე ფარავს თავისი დელეგაციების საერთაშორისო მგზავრობის ხარჯებს და უზრუნველყოფს სპეციალური აღჭურვილობის მგზავრობის საფასურის ანაზღაურებას; ბ) მიმღები მხარე ფარავს თავის ქვეყანაში ცხოვრების ხარჯებს და უზრუნველყოფს თავის ქვეყანაში ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯების  ანაზღაურებას. 2)  ინდივიდების გაცვლა (ლექტორები, ექსპერტები და ა.შ). წინამდებარე პროგრამასთან დაკავშირებული ფინანსური საკითხები უნდა მოგვარდეს ორივე ქვეყნის შესაბამისი ინსტიტუტებისა და/ან ორგანოების ორმხრივი კონსულტაციების გზით. 3) ისრაელის მხარის მიერ დაფინანსებული ერთწლიანი სპეციალიზებული სტიპენდიების ვადები და პირობები უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ, როგორც სამთავრობო არხების  მეშვეობით, ისე ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე www.mfa.gov.il. ისრაელის მხარე უზრუნველყოფს „ულფანის ენების სკოლის“ მონაწილეებს/პროგრამით დადგენილი სტიპენდიების ბენეფიციარებს,   შემდეგით: 1.  უფასო სწავლება; 2. საცხოვრებელი ხარჯები,  ენის სკოლის/აკადემიური ინსტიტუტების პირობების შესაბამისად; 3. სამედიცინო დაზღვევა, სტომატოლოგიური მომსახურებისა და ქრონიკული დაავადებების გარდა. 4) ქართული მხარე, ამ პროგრამის აკადემიური სტიპენდიის ბენეფიციარ ისრაელის მოქალაქე სტუდენტებს უზრუნველყოფს შემდეგით: 1. უფასო სწავლება; 2.  ყოველთვიური სტიპენდია 600 ლარის ოდენობით (საყოფაცხოვრებო ხარჯებისა და დაზღვევის ჩათვლით). ინფორმაცია, საქართველოს მხარის მიერ გასაცემი სპეციალიზებული სტიპენდიების ვადებისა და პირობების შესახებ, გამოქვეყნდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებსაიტზე: www.mes.gov.ge. 9. დასკვნითი დებულებები 1) ეს პროგრამა არ გამორიცხავს სამეცნიერო და საგანმანათლებლო სფეროებში სხვაგვარი გაცვლების რეალიზებას. 2) მხარეები თანხმდებიან, რომ ამ პროგრამით გათვალისწინებული ინიციატივები განხორციელდება შესაბამისი წლიური საბიუჯეტო ლიმიტების ფარგლებში. 3)  პროგრამიდან გამომდინარე, ნებისმიერი აქტივობა თუ გაცვლა განხორციელდება მხარეთა კანონმდებლობების შესაბამისად. 4) ყველა უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე პროგრამის   იმპლემენტაციის   დროს,   უნდა   მოგვარდეს   დიპლომატიური არხების მეშვეობით, კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. 5)  მხარეები აკისრებენ თავიანთ კომპეტენტურ ორგანოებს პროგრამის განხორციელების უზრუნველყოფას. 6)  აღნიშნულ პროგრამაში შესაძლებელია ცვლილებებისა და დამატებების შეტანა მხარეთა ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, რომელიც განხორციელდება წერილობითი სახით. 7)  პროგრამა ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და ძალაში რჩება 2018 წლის 31 დეკემბრამდე. პროგრამა ავტომატურად გაგრძელდება სამი (3) წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ერთ-ერთი მხარე დიპლომატიური ნოტის საშუალებით არ აცნობებს მეორე მხარეს პროგრამის შეწყვეტის განზრახვის შესახებ პროგრამის შეწყვეტამდე მინიმუმ ოთხმოცდაათი (90) დღით  ადრე. ხელმოწერილია ქ. .................. 2015 წლის .................., რაც შეესაბამება ებრაული კალენდრის 5775 წლის ..................., ორ ორიგინალად ინგლისურ ენაზე. ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია.               ...............................................                                         ........................................................ საქართველოს მთავრობისთვის                                    ისრაელის სახელმწიფოს მთავრობისთვის