გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 24.06.2015
ძალის დაკარგვა 17.07.2018
გამომცემი ორგანო გარდაბნის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/06/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვაჟა გენგაშვილი | გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.07.2018
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №40
2015 წლის 24 ივნისი
ქ. გარდაბანი
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის“ დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესი“ (დანართი).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3🔗
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი
დანართი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესი
მუხლი 1🔗
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპოტსმენთა დაჯილდოება ხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, სამოქალაქო აქტიურობის, სპორტის გავრცელებული სახეობებისათვის ტრადიციების შენარჩუნებისა და მათი პოპულარიზაციის მიზნით.
მუხლი 2🔗
წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება შესაძლებელია განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობით.
მუხლი 3🔗
გადაწყვეტილებას წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების შესახებ სხდომაზე იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების სახით.
მუხლი 4🔗
წარმატებულ სპორტსმენთა დასაჯილდოებლად განსაზღვრულია შემდეგ ოდენობამდე ფულადი ჯილდოები:
4.1. საქართველოს ჩემპიონატზე
ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარამდე;
ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე;
მოზრდილთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე.
4.2. ევროპის ჩემპიონატზე (ჭაბუკები)
პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე;
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე;
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარამდე.
4.3. ევროპის ჩემპიონატზე (ახალგაზრდები)
პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარამდე;
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე;
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარამდე.
4.4. ევროპის ჩემპიონატზე (მოზრდილები)
პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარამდე;
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარამდე;
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე.
4.5. მსოფლიო ჩემპიონატზე (ჭაბუკები)
პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარამდე;
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარამდე;
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე.
4.6. მსოფლიო ჩემპიონატზე (ახალგაზრდები)
პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარამდე;
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარამდე;
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარამდე.
4.7. მსოფლიო ჩემპიონატზე (მოზრდილები)
პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 5000 ლარამდე;
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარამდე;
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარამდე.
მუხლი 5🔗
გრანპრის (Grand Prix) პრიზიორი უთანაბრდება ევროპის პრიზიორს.
მუხლი 6🔗
ოლიმპიური ჩემპიონების შემთხვევები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროზე და სხდომაზე განიხილება ინდივიდუალურად.
მუხლი 7🔗
განკარგულება წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების შესახებ დასაფინანსებლად იგზავნება მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
მუხლი 8🔗
წარმატებული სპორტსმენის დაჯილდოების შესახებ გამოცემული განკარგულება საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.