გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №49 |
|
2018 წლის 13 ივლისი ქ. გარდაბანი |
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპოტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება ხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, სამოქალაქო აქტიურობის, სპორტის გავრცელებული სახეობებისათვის ტრადიციების შენარჩუნებისა და მათი პოპულარიზაციის მიზნით.
1. საქართველოს სახელით მოასპარეზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ, წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოება შესაძლებელია განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით.
წარმატებული სპორტსმენის ან/და მწვრთნელის დაჯილდოების მიზნით, საკრებულოს ინიციატივას ან მერიის შუამდგომლობას უნდა დაერთოს სპორტსმენის ან/და მწვრთნელის მიერ წარდგენილი შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) შესაბამისი ტიტულის მოპოვების დამადასტურებელი დიპლომის ასლი ან/და ცნობა ტიტულის მოპოვების შესახებ შესაბამისი ფედერაციიდან;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სპორტსმენის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი;
დ) მწვრთნელის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) მწვრთნელის კუთვნილი საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. პირველ პუნქტში მითითებულ დოკუმენტებში ასახული პერსონალური მონაცემები შესაძლოა დამუშავდეს მხოლოდ სპორტსმენის დაჯილდოების საკითხის განხილვისას.
3. ჯილდო გაიცემა მხოლოდ იმ სპორტსმენებზე, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ აღიარებულ სპორტულ ფედერაციებს.
4. იმ შემთხვევაში, თუ სპორტსმენი ასპარეზობს რამდენიმე კატეგორიაში, დაჯილდოვდება ერთი კატეგორიის საუკეთესო შედეგის შესაბამისად.
ა) გადაწყვეტილებას გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების შესახებ სხდომაზე ინდივიდუალურად იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო შესაბამისი განკარგულებით;
ბ) მწვრთნელი დაჯილდოვდება ერთჯერადად, საუკეთესო ტიტულის მქონე ერთ სპორტსმენზე გასაცემი ჯილდოს არაუმეტეს 50%-ისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე გამარჯვებული სპორტსმენის მწვრთნელი ერთი და იგივე პიროვნებაა, ყოველი მომდევნო გამარჯვებული სპორტსმენის ჯილდოს არაუმეტეს 20%-ისა;
გ) გუნდური გამარჯვების შემთხვევაში, გუნდის და ცალკეული სპორტსმენის დაჯილდოების საკითხი არ განიხილება.
წარმატებულ სპორტსმენთა დასაჯილდოებლად განსაზღვრულია შემდეგ ოდენობამდე ფულადი ჯილდოები:
ა) საქართველოს ჩემპიონატზე:
ა.ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარამდე,
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 300 ლარამდე,
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 200 ლარამდე;
ა.ბ) ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე,
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარამდე,
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარამდე;
ა.გ) ახალგაზრდებსა და 23 წლამდე ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარამდე,
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარამდე,
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე;
ა.დ) მოზრდილთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე,
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარამდე,
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 700 ლარამდე;
ბ) ევროპის ჩემპიონატზე:
ბ.ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე,
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 500 ლარამდე,
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარამდე.
ბ.ბ) ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე;
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარამდე,
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე;
ბ.გ) 23 წლამდე ახალგაზრდებსა და ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარამდე;
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე;
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარამდე.
ბ.დ) მოზრდილთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარამდე;
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარამდე;
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე;
გ) მსოფლიო ჩემპიონატზე:
გ.ა) უმცროსი ასაკის ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე,
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარამდე,
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე;
გ.ბ) ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარამდე;
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარამდე;
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე;
გ.გ) 23 წლამდე ახალგაზრდებსა და ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარამდე;
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარამდე;
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარამდე;
გ.დ) მოზრდილთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 5000 ლარამდე;
მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარამდე;
მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარამდე.
ოლიმპიური ჩემპიონების შემთხვევები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროზე და სხდომაზე განიხილება ინდივიდუალურად.
განკარგულება წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების შესახებ დასაფინანსებლად იგზავნება მუნიციპალიტეტის მერიაში.
წარმატებული სპორტსმენის დაჯილდოების შესახებ გამოცემული განკარგულება საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.04.2024.
- როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 13.07.2018. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №49. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.161.016428.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 30.04.2024-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“, №49, 13.07.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016428 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4263171/