საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობით ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 31.07.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №88/ნ
სარეგისტრაციო კოდი 430060000.22.022.016994
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 538 სიტყვა · ~3 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული საერთაშორისო  შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, ამასთან, შეჯიბრში ქვეყნები წარმოდგენილია ნაკრები გუნდების სახით
მუხლი 2
ნაკრები გუნდის წევრი
მოსწავლე, რომელიც მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში
მუხლი 2
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
მუხლი 2
პირობითი სტუდენტი
საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრი, რომელიც ამ წესის შესაბამისად ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესისა და ვადების დადგენის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 19.04.2022 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 80% 20.08.2019 მაღალი მიღწევების სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილე სპორტსმენის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 79% 25.12.2023 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 78% 31.07.2024 საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20<sup>13</sup> მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 78% 21.09.2020

დოკუმენტის ტექსტი

საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობით ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №88/ნ 2015 წლის 31 ივლისი ქ. თბილისი საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ​8“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“  ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე დანართი საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება ეს წესი განსაზღვრავს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვისა და დაფინანსების პირობებს. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ ბრძანების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული საერთაშორისო  შეჯიბრი (ჩემპიონატი) კონკრეტულ საგანში/საგნებში სასკოლო ასაკის მოსწავლეებს შორის, ამასთან, შეჯიბრში ქვეყნები წარმოდგენილია ნაკრები გუნდების სახით; ბ) ნაკრები გუნდის წევრი – მოსწავლე, რომელიც მონაწილეობას იღებს საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება; დ) პირობითი სტუდენტი – საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრი, რომელიც ამ წესის შესაბამისად ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მუხლი 3🔗. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა 1. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრ აბიტურიენტს, რომელიც საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაზე ყოფნის გამო ვერ ახერხებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღებას, უფლება აქვს პირობით ჩაირიცხოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის ან დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე. 2. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრთა სია, რომელთაც უფლება აქვთ პირობით ჩაირიცხონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, განისაზღვრება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის ჩარიცხვას ახორციელებს განცხადებისა და ამ მუხლის მე– 2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 4. კერძო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, თანხმობის შემთხვევაში, საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილე საქართველოს ნაკრები გუნდის წევრის ჩარიცხვას ახორციელებს განცხადებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. მუხლი 4🔗.  პირობითი სტუდენტის სტატუსი 1. პირობითი სტუდენტი სარგებლობს სტუდენტის ყველა უფლებით და ეკისრება მისი ყველა მოვალეობა. 2. პირობითი სტუდენტის სტატუსი მოქმედებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირობითი ჩარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში და წყდება აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.  3. პირობითი სტუდენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს მხოლოდ მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე.  4. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებს პირობითი სტუდენტის მიერ მოპოვებულ კრედიტებს. მუხლი 5🔗. პირობითი სტუდენტის სწავლის დაფინანსება 1. პირობითი სტუდენტის სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. 2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება ხდება  „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.