საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესისა და ვადების დადგენის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №206 |
|
2022 წლის 19 აპრილი ქ. თბილისი |
|
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესსა და ვადებს (შემდგომში – წესი).
ამ წესის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები.
1. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა ამ წესის შესაბამისად დასაშვებია საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში გახდებიან ოქროსმედალოსნები/ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. თუ პირმა უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, უნდა წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
გ) ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში, აგრეთვე საჭადრაკო ოლიმპიადებში ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედლის მოპოვების დამადასტურებელი საქართველოს შესაბამისი სპორტული ორგანიზაციის წერილი, რომელსაც უნდა ერთოდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველის მიერ უშუალოდ შეჯიბრებაზე მიღწეულ შედეგთან მიმართებით − შეჯიბრების შედეგების ამსახველი მონაცემები ან ანტიდოპინგური წესების დარღვევის გამო, ტიტულის მფლობელისთვის მიღებული მედლის ჩამორთმევისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველისთვის ტიტულის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი კორესპონდენცია/ინფორმაცია;
დ) სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით).
1. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებთან ამოწმებს სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს განუსაზღვრავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად.
2. თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
1. საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლება ენიჭება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრის ჩარიცხვას ახორციელებს განცხადებისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ვალდებულია, მოახდინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირის ჩარიცხვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი წლის ვადაში ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აისახება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ წესის ფარგლებში ჩარიცხულ პირს ეზღუდება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასასვლელად მობილობის უფლება.
ეს წესი ასევე ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდნენ ოქროსმედალოსნები/ ვერცხლისმედალოსნები/ბრინჯაოსმედალოსნები.