საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრების, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები ან მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №460 |
|
2021 წლის 14 სექტემბერი ქ. თბილისი |
|
ა) საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში და გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები;
ბ) საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) და მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები.
ა) საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისათვის, რომლებიც ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში გახდებიან ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედალოსნები;
ბ) საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრებისათვის, რომლებიც მსოფლიო/ევროპის ჩემპიონატებში (მათ შორის, შშმ პირთა შორის) მოიპოვებენ პირველ ადგილს/გახდებიან ოქროს მედალოსნები.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო).
3. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის გაგრძელების მსურველმა განცხადებას უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი. თუ პირმა უცხო ქვეყანაში მიიღო სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, უნდა წარადგინოს სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტის დამოწმებული ასლი;
გ) ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში მოპოვებული ოქროს/ვერცხლის/ბრინჯაოს მედლის დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი, ან მსოფლიო/ევროპის (მათ შორის, შშმ პირთა შორის) ჩემპიონატებში მოპოვებული პირველი ადგილის/ოქროს მედლის დამადასტურებელი დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
დ) სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე პირის მიღების შესაძლებლობის თაობაზე (სახელის, გვარისა და საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით).
2. თუ განმცხადებელი ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორებს ხარვეზს, სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდის წევრის ჩარიცხვას ახორციელებს განცხადებისა და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
3. სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი ვალდებულია, მოახდინოს ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირის ჩარიცხვა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან ერთი წლის ვადაში ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს პირის დაშვება სასწავლო პროცესში და სწავლის შედეგების მიღწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით. სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი აისახება საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.