წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.06.2015
ძალის დაკარგვა 20.07.2015
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016310
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/07/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე | მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმრიცხველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 28.03.2014
დოკუმენტის ტექსტი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №45
2015 წლის 26 ივნისი
ქ. წყალტუბო
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულება დანართის №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმრიცხველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 მარტის №14 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ.გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016183. 01/04/2014).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე
დანართი №1
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
1. ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად, განსაზღვრავს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის საცხოვრებელ სახლზე (ბინაზე) სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასების და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, დაზარალებულთა ზიანის აღრიცხვის, შეფასების, დახმარების გაწევისა და კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში „კომისია“) არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კომისია, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
მუხლი 2🔗.
კომისიის მიზანი
კომისიის მიზანია აღრიცხოს, შეისწავლოს, შეაფასოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულებთა მდგომარეობა საცხოვრებელი სახლის დაზიანების კუთხით და გაუწიოს მათ ერთჯერადი ფინანსური დახმარება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში.
მუხლი 3🔗.
ტერმინთა განმარტება.
1. სტიქიური მოვლენა - ისეთი ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის ან სხვა საგანგებო სიტუაცია, რომლის დროსაც ირღვევა ადამიანთა ცხოვრების ნორმალური პირობები და ზარალდება მოსახლეობა. ასეთი საგანგებო სიტუაციებია: მიწისძვრა, მეწყერი, ჩამოცვენა, ჩამოშლა, ქვათა ცვენა, კარსტული ჩამოქცევა, ღვარცოფი, წყალდიდობა, წვიმის (თოვლის) წყალმოვარდნა, ქარიშხალი, ძლიერი ქარი, გრიგალი, ძლიერი ქარბუქი, დიდთოვლობა, ძლიერი გაყინვა, მსხვილი სეტყვა, ძლიერი წვიმები, ხანგრძლივი წვიმები, კოკისპირული წვიმები, გვალვა, ზვავი, ხანძარი და სხვა ბუნებრივი ან/და ტექნოგენური ან/და საგანგებო ხასიათის მოვლენები.
2. დაზარალებული - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული პირი, რომელსაც სტიქიური მოვლენის შედეგად დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი (ბინა).
3. დახმარება - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულისათვის ერთჯერადად გაწეული ფინანსური დახმარება საცხოვრებელი სახლის ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით.
4. დოკუმენტაცია - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულის მდგომარეობის შესწავლისა და შეფასების მიზნით კომისიის მიერ მოპოვებული წერილობითი მასალა.
მუხლი 4🔗.
სტიქიის შედეგად დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის მდგომარეობის შესწავლა
1. კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის წევრი (წევრები) დაზარალებულის სტიქიური მოვლენის შედეგად მიყენებული ზიანის აღრიცხვის, შესწავლისა და შეფასების მიზნით ადგილზე გასვლით ამოწმებს დაზარალებულის საცხოვრებელი სახლის (ბინის) ფაქტიურ მდგომარეობას, ადგენს ვიზუალური დათვალიერების აქტს, ახდენს ობიექტის დასურათებას, რის შემდეგაც მოპოვებულ ინფორმაციას კომისია განიხილავს სხდომაზე.
2. კომისია საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗.
დახმარების გაცემა
1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებულებზე დახმარების გაცემის საკითხი განიხილება კომისიის მიერ, დახმარების მოცულობა განისაზღვრება კომისიის მიერ მოპოვებული მასალების გათვალისწინებით.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება ამ დებულების შესაბამისად გაიცემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენისგან დაზარალებულზე დაზიანებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით აღნიშნულ დებულებაში გაუთვალისწინებული შემთხვევის დროს, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
თავი II
სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება
მუხლი 6🔗.
კომისიის სტრუქტურა
1. კომისია იქმნება და მისი შემადგენლობა განისაზღვრება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც გამგეობის, ასევე საკრებულოს თანამდებობის პირი.
3. კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) და/ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (უფროსები) და/ან განყოფილების უფროსი (უფროსები), გამგებლის თანაშემწე (თანაშემწეები), სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები), წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტები), უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები).
4. კომისიას ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც განისაზღვრება გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
6. კომისის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
მუხლი 7🔗.
კომისიის მუშაობის წესი
1. კომისიის მუშაობის საფუძველს წარმოადგენს კომისიაში შესული განცხადება, რომლის მიხედვით სტიქიური მოვლენის შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაზიანდა საცხოვრებელი სახლი (ბინა).
2. კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის წევრი/წევრები განცხადებაში მითითებული საკითხის ირგვლივ მოძიებულ მასალას, სათანადო დასკვნას და გამგეობის სამსახურების მიერ დაზარალებულის სახლზე სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული დაზიანების ამსახველი ინფორმაციას/ცნობას/აქტს წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც.
3. კომისიის წევრის/წევრების მიერ მომზადებული დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) დაზარალებულის განცხადება;
ბ) დაზარალებულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია.;
გ) კომისიის წევრის (წევრების) მიერ ადგილზე გასვლით შედგენილ ვიზუალური დათვალიერების აქტი;
დ) ფოტომასალა;
ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირის საცხოვრებელი სახლის (ბინის) სტიქიის შედეგად დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.;
ვ) გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ საცხოვრებელი სახლის (ბინის) ვიზუალური დათვალიერების შედეგად და ზიანის დადგენის შესახებ ინფორმაცია;
ზ) ხანძრის შემთხვევაში ამ სტიქიური მოვლენის დამადასტურებელი დოკუმენტი შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებიდან;
თ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი: უძრავი ქონების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი, უძრავი ქონების შესახებ ცნობა დახასიათება, გაცემული საჯარო რეესტრის ეროვნული არქივიდან, საარქივო ცნობა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გაცემული საქართველოს ცენტრალური არქივიდან ან სხვა დოკუმენტი.“.
ი) საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, დახმარება გაიცემა გარდაცვლილი მესაკუთრის ოჯახის წევრზე (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეუღლე, დედა, მამა, შვილი, შვილიშვილი, და ან ძმა) ოჯახის სხვა წევრების წერილობითი თანხმობით; ხოლო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს ოჯახის წევრი, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მის მემკვიდრეზე - სხვა მემკვიდრეების წერილობითი თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე არის იურიდიული პირი ან სახელმწიფო.
4. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
მუხლი 8🔗.
კომისიის უფლებამოსილება
1. კომისია უფლებამოსილია:
ა) შეამოწმოს კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან.
ბ)საკითხის განხილვისას კომისია უფლებამოსილია დამატებით გამოითხოვოს მასალა, ცნობები, ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც დაადასტურებს სტიქიის შდეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის აუცილებელობას.
გ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე).
დ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სტიქიის შედეგად დაზარებულისათვის დახმარების გაწევის ან უარის თქმის შესახებ.
2. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაზარალებულისათვის დახმარების გაწევის თაობაზე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, რომელიც აისახება კომისიის სხდომის ოქმში და კომისიის თავმჯდომარის ინიციირებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ეგზავნება გამგებელს შემდგომი რეაგირებისათვის.
3. კომისიის მიერ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენისა და საკითხის ირგვლივ დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, დაზარალებულისათვის თანხის ჩარიცხვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში კომისიის მიერ წარდგენილი მასალის სფუძველზე, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
მუხლი 9🔗.
კომისიის სხდომა
1. კომისიის სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ კომისიის თავმჯდომარის მიერ.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა და გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
თავი III
დასკვნითი დებულებები
მუხლი 10🔗.
დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის სტიქიისაგან მიყენებული ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება კანონით დადგენილი წესით.