წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №48 |
|
2015 წლის 17 ივლისი ქ. წყალტუბო |
|
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში – „კომისია“) არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კომისია, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
2. ხანძარი – არაკონტროლირებადი წვის პროცესი, რომელიც იწვევს მატერიალურ ზარალს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინტერესებს.
3. დაზარალებული – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული პირი, რომელსაც სტიქიის, ხანძრის შედეგად დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი (ბინა).
4. დახმარება – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულისათვის ერთჯერადად გაწეული ფინანსური დახმარება საცხოვრებელი სახლის ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით.
5. დოკუმენტაცია – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულის მდგომარეობის შესწავლისა და შეფასების მიზნით კომისიის მიერ მოპოვებული წერილობითი მასალა.
2. კომისია საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს ამ დებულებით დადგენილი წესით.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება ამ დებულების შესაბამისად გაიცემა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიისაგან, ხანძრისაგან დაზარალებულზე დაზიანებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) შეკეთების ან/და აღდგენის მიზნით.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით აღნიშნულ დებულებაში გაუთვალისწინებული შემთხვევის დროს, კომისიამ უნდა იხელმძღვანელოს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
2. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც გამგეობის, ასევე საკრებულოს თანამდებობის პირი.
3.კომისიის წევრთა შემადგენლობაში შედიან: გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) და/ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (უფროსები) და/ან განყოფილების უფროსი (უფროსები), გამგებლის თანაშემწე (თანაშემწეები), სტრუქტურული ერთეულის მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები), წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტები), უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები).
4. კომისიას ჰყავს თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც განისაზღვრება გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. კომისიას ჰყავს სხდომის მდივანი, რომელსაც კომისიის წევრთა შემადგენლობიდან ნიშნავს თავმჯდომარე. სხდომის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას და შესაბამისი ოქმის შედგენას.
6. კომისის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
2. კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის წევრი/წევრები განცხადებაში მითითებული საკითხის ირგვლივ მოძიებულ მასალას, სათანადო დასკვნას და გამგეობის სამსახურების მიერ დაზარალებულის სახლზე სტიქიის, ხანძრის შედეგად მიღებული დაზიანების ამსახველი ინფორმაციას/ცნობას/აქტს წარუდგენს კომისიის თავმჯდომარეს სხდომამდე ერთი დღით ადრე მაინც.
3. კომისიის წევრის/წევრების მიერ მომზადებული დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ დოკუმენტებს:
ა) დაზარალებულის განცხადება;
ბ) დაზარალებულის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი ან სხვა დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია პირის იდენტიფიკაცია;
გ) კომისიის წევრის (წევრების) მიერ ადგილზე გასვლით შედგენილ ვიზუალური დათვალიერების აქტი;
დ) ფოტომასალა;
ე) შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა პირის საცხოვრებელი სახლის (ბინის) სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.;
ვ) გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ საცხოვრებელი სახლის (ბინის) ვიზუალური დათვალიერების შედეგად და ზიანის დადგენის შესახებ ინფორმაცია;
ზ) ხანძრის შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებიდან ხანძრის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი: უძრავი ქონების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი, უძრავი ქონების შესახებ ცნობა დახასიათება, გაცემული საჯარო რეესტრის ეროვნული არქივიდან, საარქივო ცნობა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ გაცემული საქართველოს ცენტრალური არქივიდან ან სხვა დოკუმენტი;
ი) საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, დახმარება გაიცემა გარდაცვლილი მესაკუთრის ოჯახის წევრზე (მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მეუღლე, დედა, მამა, შვილი, შვილიშვილი, და ან ძმა) ოჯახის სხვა წევრების წერილობითი თანხმობით; ხოლო საცხოვრებელი სახლის მესაკუთრის გარდაცვალების შემთხვევაში, რომელსაც არ ჰყავს ოჯახის წევრი, დახმარება გაიცემა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მის მემკვიდრეზე – სხვა მემკვიდრეების წერილობითი თანხმობით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საცხოვრებელი სახლის მესაკუთრე არის იურიდიული პირი ან სახელმწიფო.
4. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე განაცხადონ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი მონაწილეობას არ ღებულობს საკითხის განხილვაში.
ა) შეამოწმოს კომისიის სხდომაზე განსახილველად წარდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების სისრულე, საფუძვლიანობა და შესაბამისობა ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან;
ბ) საკითხის განხილვისას კომისია უფლებამოსილია დამატებით გამოითხოვოს მასალა, ცნობები, ფოტომასალა და მონაცემები შესაბამისი ორგანიზაციებისა და პირებისაგან, რაც დაადასტურებს სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისათვის დახმარების გაწევის აუცილებელობას;
გ) მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განხილვის ან/და მისი განუხილველად დატოვების შესახებ (დოკუმენტების ხარვეზის შემთხვევაში მის აღმოფხვრამდე);
დ) განიხილოს განცხადებაში მითითებული საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარებულისათვის დახმარების გაწევის ან უარის თქმის შესახებ.
2. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაზარალებულისათვის დახმარების გაწევის თაობაზე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თანხის ოდენობისა და მიზნობრიობის შესახებ, რომელიც აისახება კომისიის სხდომის ოქმში და კომისიის თავმჯდომარის ინიციირებით მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ეგზავნება გამგებელს შემდგომი რეაგირებისათვის.
3. კომისიის მიერ სტიქიის, ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენისა და საკითხის ირგვლივ დადებითი გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, დაზარალებულისათვის თანხის ჩარიცხვა ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის ფარგლებში კომისიის მეირ წარდგენილი მასალის საფუძველზე, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
2. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. კომისია გადაწყვეტილებას იღებს წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
4. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
6. კომისიის სხდომა და გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
დამტკიცდეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულება დანართის №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 ივნისის №45 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.122.016310, 01.07.2015).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე
დანართი №1წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისიის დებულება
ზოგადი დებულებები
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ზიანის აღრიცხვის, შესწავლის, შეფასებისა და დახმარების ოდენობის განსაზღვრის მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში – „კომისია“) არის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კომისია, რომელიც უზრუნველყოფს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“, საქართველოს სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას.
მუხლი 2. კომისიის მიზანი2. ხანძარი – არაკონტროლირებადი წვის პროცესი, რომელიც იწვევს მატერიალურ ზარალს, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ზიანს აყენებს საზოგადოებრივ და სახელმწიფო ინტერესებს.
3. დაზარალებული – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებული პირი, რომელსაც სტიქიის, ხანძრის შედეგად დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი (ბინა). 4. დახმარება – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულისათვის ერთჯერადად გაწეული ფინანსური დახმარება საცხოვრებელი სახლის ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით. 5. დოკუმენტაცია – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულის მდგომარეობის შესწავლისა და შეფასების მიზნით კომისიის მიერ მოპოვებული წერილობითი მასალა. მუხლი 4. სტიქიის, ხანძრის შედეგად დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანის მდგომარეობის შესწავლა