ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.06.2015
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.150.016089
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/07/2015
matsne.gov.ge 445 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 15.11.2017 სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 04.12.2017 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 30.01.2015 დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის, სოციალური და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 24.11.2017 სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 30.03.2018

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ   ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №23 2015 წლის 29 ივნისი ს. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24–ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის – ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულება. (თან ერთვის) მუხლი 2🔗 .დადგენილება ამოქმედდეს ახალგორის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2010 წლის 24 აგვისტოს №17 დადგენილების „ახალგორის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების – სამსახურების დებულებების დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ.საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი ახალგორის  მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის   დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური 1. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სტრუქტურული ერთეული, რომელიც  უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების  შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო  ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა  და საჯარო მოხელეებისაგან. 2. სამსახური საქმიანობას  წარმართავს  ქართულ ენაზე. სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-10 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში მისი დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს  ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი საჯარო მოხელე. 3. სამსახურის საჯარო მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულების მე-12  მუხლით და საჯარო მოხელის სამუშაოთა აღწერილობით. 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და  შეწყვეტის საკითხი წესრიგდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით და ,,საჯარო  სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონით. მუხლი 3🔗.  სამსახურის ფუნქციები 1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; ბ) მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას; გ) ჯანდაცვის  მუნიციპალური ობიექტების მუშაობის კოორდინაციას; დ) წინადადებების შემუშავებას  ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე; ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი  აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.  მუხლი 4🔗. საჯარო მოხელის ფუნქციები ჯანმრთელობის დაცვის დარგში საჯარო მოხელე ჯანმრთელობის დაცვის დარგში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ  პროგრამათა განხორციელების  კოორდინაციას; გ) საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას; დ)  ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური  დაწესებულებების მუშაობის კოორდინაციას; ე)  მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.  მუხლი 5🔗.  საჯარო მოხელის ფუნქციები სოციალური დაცვის დარგში  1.  საჯარო მოხელე სოციალური დაცვის დარგში დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა)  სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას; ბ) სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას; გ)  სოციალური დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა კოორდინაციას; დ)  მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი  6🔗.  დებულების ძალაში შესვლა  1. ეს დებულება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.