ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 |
|
2015 წლის 26 ივნისი ქ. ბაღდათი
|
|
2. აღნიშნული წესით სამართლებრივად რეგულირდება გეოგრაფიული ობიექტების, ისტორიულად ჩამოყალიბებული უბნის, ამა თუ იმ ზონის მიკრორაიონის, წყაროს, მოედნის, პროსპექტის (გამზირის), გზატკეცილის, ქუჩის, შესახვევის, ჩიხის, გასასვლელის, სანაპიროს, ესპლანადის, ბულვარის, ხეივნის, სკვერის, ბაღის, პარკის, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სასაფლაოს, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო სისტემის ობიექტის (შემდგომში-ობიექტის) სახელდების საკითხები.
2. სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ. ამ წესიდან გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
3. ობიექტის სახელწოდება უნდა იყოს ენობრივად გამართული, შინაარსობრივად მიზანშეწონილი, გამომდინარეობდეს ხსოვნის კულტურისა და ერის სულიერი კულტურის ფასეულობებიდან. სახელწოდება არ უნდა ქმნიდეს დისჰარმონიას ქართული სახელმწიფოს ტრადიციებთან და დღევანდელობასთან.
4. ობიექტის სახელწოდება შეიძლება შედგებოდეს ერთი ან რამდენიმე სიტყვისაგან. ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ერთსა და იმავე დასახლებულ პუნქტში არსებულ ორ ან რამდენიმე ქუჩას, მოედანს, პარკს ამ და სხვა მსგავს ობიექტს არ შეიძლება ჰქონდეს ერთი და იგივე სახელწოდება.
5. ობიექტის სახელდება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე. სახელდების აღმნიშვნელ ნიშანზე (მაჩვენებელზე) სავალდებულოა სახელწოდება მითითებული იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახელწოდება შეიძლება მიეთითოს აგრეთვე უცხო ენაზეც. ასეთ შემთხვევაში უცხო ენაზე მითითებული სახელწოდება არ შეიძლება განთავსებული (გამოსახული) იქნეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე განთავსებული (გამოსახული) სახელწოდების ზევით, მარჯვნივ (დამკვირებლის პოზიციიდან) ან/და საქართველოს სახელმწიფო ენაზე მოცემულ სახელწოდებაზე დიდი მოცულობით (დიდი ანბანით)
ა) მუნიციპალიტეტის გამგებელმა;
ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა;
გ) ადმინოსტრაციულმა ორგანოებმა, დაინტერესებულმა ფიზიკურმა და იურდიულმა პირებმა;
დ) სსიპ- საჯარო რესტრის ეროვნულმა სააგენტომ
2. მიმართვაში მითითებული უნდა იყოს, მიმართვის ავტორის აზრით, თუ რომელ ობიექტს რა სახელწოდება უნდა მიენიჭოს. მიმართვა უდა შეიცავდეს შესაბამის დასაბუთებას, უნდა პასუხობდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული განცხადებისათვის საჭირო მოთხოვნებს.
3. ობიექტის სახელდების საფუძველი შეიძლება იყოს არსებული სახელწოდების შეცვლა (გადარქმევა), ახალი ან სხვა მსგავსი ობიექტისათვის სახელწოდების მინიჭება ან უსახელო ობიექტისათვის (ასეთის არსებობისას) სახელწოდების მინიჭება.
4. ობიექტის სახელდებასთან დაკავშირებული, საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის საკრებულოში წინასწარი მომზადება ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
5. სახელდებასთან დაკავშირებით საკრებულოში შემოსულ წერილობით მომართვას შეისწავლის საკრებულოს ეკონომიკური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის კომისია (შემდგომში-საკრებულოს კომისია). საკრებულოს კომისია საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტრული სახელდების მიზანშეწონილობის თაობაზე.
6. საკრებულოს კომისია სახელდების საკითხს განიხილავს თავის სხდომაზე. ერთ კონკრეტულ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს საკრებულოს კომისიის რამდენიმე სხდომა. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს კომისია თავის დასკვნას ადგენს ბოლო სხდომაზე. საკრებულოს კომისია ვალდებულია საკითხი განიხილოს და შესაბამისი დასკვნა შეადგინოს საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
2. საკრებულოს კომისიის სხდომაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით დგება სხდომის ოქმი, რომელშიც სხვა შესაბამის საკითხებთან ერთად აისახება კომისიის წევრებისა და კომისიაში მოწვეული პირების მიერ განსახილველი საკითხის ირგვლივ წარმოთქმული მოსაზრებები, შეხედულებები და კომისიის საბოლოო გადაწყვეტილებები. კომისიის დასკვნის მიღების დროს გამართულ კენჭისყრაში მონაილეობას ღებულობს მხოლოდ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ის წევრები, რომლებიც არიან ამ კომისიის შემადგენლობაში.
3. საკრებულოს კომისიის მიერ უარყოფითი დასკვნის მიღების შემთხვევაში, სახელდების საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შესახებ მიმართვის ავტორს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით.
4. საკრებულოს კომისიის მიერ დადებითი დასკვნის მიღების შემთხვევაში იგი წარედგინება მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც 5 კალენდარული დღის ვადაში შესათანხმებლად უგზავნის „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას.
5. მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მიმართვას უნდა დაერთოს:
ა) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტი;
ბ)ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შესაბამისი დასაბუთებული დასკვნის ასლი;
გ) ორთოფოტო, შესაბამისი გეოგრაფიული ობიექტის მონიშვნით;
6. სამთავრობო კომისიიდან თანხმობის მიღების შემთხვევაში ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ერთი თვის განმავლობაში, განკარგულების სახით, იღებს გადაწყვეტილებას გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ, სადაც ასევე მიეთითება გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდების შემოკლებული ვერსია (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
7. ბაღდათის მუნიციპალიტეტის განკარგულება 10 დღის ვადაში ეგზავნება:
ა) სსიპ- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს;
ბ) სსიპ- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს;
გ) საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
8. ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილება (განკარგულება) გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ, ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე მისი მიღებიდან 10 დღის ვადაში.
9. სამთავრობო კომისიის მიერ საკრებულოსათვის თანხმობის მიცემაზე უარის თქმის (უარყოფითი დასკვნის შედგენის) შემთხვევაში ან იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს სხდომაზე საკითხის კენჭისყრის დროს იგი უარყოფითად იქნა გადაწყვეტილი, მიმართვის ავტორს ეცნობება საკრებულოს თავმჯდომარის წერილით.
2. გეოგრაფიული ობიექტების სახელდებას, მათ სახელწოდებათა დაცვასა და მართებულად გამოყენებას აკონტროლებს სამთავრობო კომისია, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
3. ამ წესში ცვლილების შეტანა ხორციელდება ბაღდათის საკრებულოს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.