ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების, პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.06.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16/19
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.111.016270
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/07/2015
matsne.gov.ge 1,057 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დამტკიცებული ბიუჯეტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 05.02.2018 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის განაწილებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 27.04.2018 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 31.08.2018 ადიგენის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 19.12.2017 ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 23.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების, პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ1.გ“ და „ბ2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ  ფოთის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს დადგენილება №16/19 2015 წლის 29 ივნისი ქ. ფოთი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების, პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მე-6 მუხლის „ბ​1.გ“ და „ბ​2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,გ.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის მე-6  და მე-7 ნაწილებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს: ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (დანართი№1); ბ)საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-6 მუხლის „ბ​1.გ“ და „ბ​2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესი  (დანართი №2). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს 2014 წლის 7 ივლისის №14/17 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია  დანართი  №1 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესი (შემდგომში–წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ და ,,ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის №56 ბრძანების საფუძველზე და განსაზღვრავს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელების მექანიზმს. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის წესს. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საფინანსო ორგანო – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებასა და ბიუჯეტის შესრულებაზე; ბ) გადანაწილება – ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება; გ) თანხების ასახვა – საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა. თავი II ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებების გადანაწილება და პროგრამულ კლასიფიკაციაში ცვლილების განხორციელება მუხლი 2🔗 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის ერთი პრიორიტეტის ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება. 2. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია განახორციელოს ცვლილება (პროგრამის/ქვეპროგრამის დამატება, პროგრამის/ქვეპროგრამის დასახელების შეცვლა) პროგრამულ კლასიფიკაციაში. 3. ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება არ უნდა აღემატებოდეს ამ პრიორიტეტისათვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5%-ს, გარდა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გათვალისწინებული ასიგნებებისა. მუხლი 3🔗 1. განაწილების უფლება აქვს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, შესაბამისი სამართლებრივი  აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 2. გადანაწილებაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო (შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადების საფუძველზე). მუხლი 4🔗 გადანაწილება ასახული უნდა იქნეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტში საბიუჯეტო წლის ბოლომდე. თავი III საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვა მუხლი 5🔗 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან გამოყოფილი თანხების ასახვის მიზნით, განახორციელოს ცვლილება (მათ შორის, პროგრამული კოდის ან პროგრამის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. 2. თანხების ასახვის უფლება აქვს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე. 3. თანხების ასახვაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის (ბრძანების) პროექტს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო. მუხლი 6🔗 განსახორციელებელი ცვლილება (თანხების ასახვა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ასახვის მიზნით (ბიუჯეტში ცვლილების სახით) ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებისა, უნდა წარედგინოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დასამტკიცებლად. თავი IV მხარჯავი დაწესებულებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის განაწილებაზე დაწესებული შეზღუდვები მუხლი 7🔗 საგანგებო ბიუჯეტის მოქმედებისას, ამ წესის II თავის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცენტული შეზღუდვების მოქმედება შეჩერებულია. თავი V სხვა მარეგულირებელი ნორმები მუხლი 8🔗 1. განაწილების ან/და თანხების ასახვა ბიუჯეტების დაზუსტება (გარდა მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების და ხარჯების დაზუსტებისა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერმა უნდა აცნობოს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა. 2. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან, წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან გამოყოფილი ასიგნებებით წლიური ბიუჯეტის დაზუსტება უნდა განხორციელდეს მორიგი საბიუჯეტო ცვლილებისას, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე. დანართი  №2 საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-6 მუხლის „ბ​1.გ“ და „ბ​2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესი თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 1. საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ მე-6 მუხლის „ბ​ 1.გ“ და „ბ ​2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების წესი (შემდგომში–წესი) შემუშავებულია საქართველოს კანონის ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საფუძველზე და განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირების/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტების მექანიზმს. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სსიპ/ა(ა)იპ  ბიუჯეტების დაზუსტება - „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ მე-6 მუხლის „ბ​1.გ“ და „ბ​2.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების დაზუსტება; ბ) საფინანსო ორგანო – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე და ბიუჯეტის შესრულებაზე. თავი II კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  ბიუჯეტების დაზუსტება მუხლი 2🔗 1. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სსიპ/ა(ა)იპ ბიუჯეტების დაზუსტება შესაძლებელია განხორციელდეს მათთვის დამტკიცებული ასიგნებების ან/და მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების შესაბამისად. 2. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია განახორციელოს  სსიპ/ა(ა)იპ ბიუჯეტების დაზუსტება (მათ შორის შიდამუხლობრივი გადანაწილება), გარდა მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების და ხარჯების დაზუსტებისა. 3. შესაბამისი სამართლებრივი აქტისა და საბიუჯეტო ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე, საფინანსო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ბიუჯეტების დაზუსტება (მათ შორის–შიდამუხლობრივი გადანაწილება) მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების და ხარჯების შესაბამისად ბიუჯეტის მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის „ebudget.ge“-ს მეშვეობით. მუხლი 3🔗 1. სსიპ/ა(ა)იპ ბიუჯეტების დაზუსტების უფლება აქვს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, გარდა მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების და ხარჯების დაზუსტებისა. 2. სსიპ/ა(ა)იპ ბიუჯეტების დაზუსტების შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო (შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციის წინადადების საფუძველზე), გარდა მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების და ხარჯების დაზუსტებისა. 3. სსიპ/ა(ა)იპ მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების და ხარჯების დაზუსტება ხდება საფინანსო ორგანოს (შესაბამისი უფლებამოსილი პირის) ბრძანების საფუძველზე, ბიუჯეტის მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის „ebudget.ge“-ს მეშვეობით. თავი III სხვა მარეგულირებელი ნორმები მუხლი 4🔗 1. სსიპ/ა(ა)იპ ბიუჯეტების დაზუსტება  ასახული უნდა იქნეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საბიუჯეტო წლის ბოლომდე, გარდა მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების და ხარჯების დაზუსტებისა. 2. სსიპ/ა(ა)იპ მოსალოდნელი საკუთარი შემოსულობების და ხარჯების დაზუსტება ხორციელდება ბიუჯეტის მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის „ebudget.ge“-ს მეშვეობით და ბიუჯეტის წლიურ ანგარიშთან ერთად წარედგინება საკრებულოს.