1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები.
2. პროგრამის მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქვეკომპონენტის ფარგლებში არანებაყოფლობითი სტაციონარული მომსახურების მოსარგებლეები არიან, როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი სხვა პირები, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა იდენტიფიკაციის დამადასტურებელი კანონმდებლობით გათვალისწინებული ოფიციალური დოკუმენტი.
3. სტაციონარული მომსახურების მოსარგებლეები, რომლებსაც ესაჭიროებათ არანებაყოფლობითი მომსახურება, არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირები.
4. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახი