1. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში:
ა) კვარტალური ლიმიტი განისაზღვრება ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების 1/4-ით;
ბ) მომსახურების დაფინანსება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, არაუმეტეს დანართი 10.1-ით განსაზღვრული ღირებულებებისა:
ბ.ა) მომსახურების ანაზღაურებისას დასაშვებია დანართი 10.1-ით განსაზღვრული სერვისების ცალკეულ შემთხვევად დაფინანსება, თუ დაცულია შემდეგი პიროებები:
ბ.ა.ა) სამედიცინო რეაბილიტაცია უტარდებათ მხოლოდ იმ ბენეფიციარებს, ვისაც ამავე კომპონენტის ფარგლებში ჩატარებული აქვთ სტაციონარული დეტოქსიკაცია;
ბ.ა.ბ) სტაციონარული დეტოქსიკაციისა და სამედიცინო რეაბილიტაციის ჩატარებას შორის გასული ვადა არ აღემატება 14 კალენდარულ დღეს.
2. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში:
ა) მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ყოველთვიურად, წლიური ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 1/12-ისა;
ბ) ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებისას პაციენტის მხრიდან გათვალისწინებულია თანაგადახდა, ერთი თვის განმავლობაში არაუმეტეს 110 ლარისა. თანაგადახდა არ ეხებათ აივ ინფიცირებულებს და „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებულ იმ ოჯახების წევრებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს.
3. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მედიკამენტებით პროგრამის მოსარგებლეთა უზრუნველყოფა ხდება უსასყიდლოდ (თანაგადახდის გარეშე), კომპონენტისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
4. პროგრამის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ყოველთვიურად, კომპონენტის ბიუჯეტის არაუმეტეს 1/5-ისა (2015 წლის 1 ივლისიდან).
5. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით ყოველთვიურად კომპონენტის ბიუჯეტის არაუმეტეს 1/5-ისა (2015 წლის 1 ივლისიდან). სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის 70%-ით, დანართი 10.2-ით გათვალისწინებული შემთხვევების დადგენილი ღირებულების შესაბამისად, გარდა ალკოჰოლური ინტოქსიკაციისა (F10.0), რომელიც ანაზღაურდება სრულა