პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) დონორული სისხლის კვლევას B და C ჰეპატიტზე, აივ-ინფექცია/შიდსსა და ათაშანგზე;
ბ) ხარისხის გარე კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველყოფას (მ.შ. სისხლის დონორთა ერთიანი ეროვნული ელექტრონული ბაზის ადმინისტრირებას და სრულყოფას);
გ) სისხლის უანგარო, რეგულარული დონორობის მხარდაჭერისა და მოზიდვის ეროვნული კამპანიის განხორციელებას, მ.შ. "უანგარო დონორთა მსოფლიო დღესთან" დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერა