1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სისხლის დონორთა ერთიანი ეროვნული ელექტრონული ბაზის ადმინისტრირებისა და სრულყოფის (გარდა ხარისხის გარე კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველყოფისა) ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარისხის გარე კონტროლისა და მონიტორინგის უზრუნველსაყოფად (გარდა სისხლის დონორთა ერთიანი ეროვნული ელექტრონული ბაზის ადმინისტრირებისა და სრულყოფის ღონისძიებებისა) მომსახურების მიმწოდებელია ცენტრი, ხოლო მომსახურების განხორციელებისთვის საჭირო ტესტსისტემებისა და სახარჯი მასალის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვი